გიორგი აღაპიშვილი მამუკა ხაზარაძეზე: ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი, პროპაგანდისტული სტატიები უცხოურად წერო

 

„მამუკა ხაზარაძემ და ანაკლიის კონსორციუმმა, უცხოენოვან ბეჭდურ მედიას 36 ფასიანი სტატია დაუკვეთეს, რომლის სამიზნე ქართული სახელმწიფო იყო“, - ამის შესახებ ფეისბუკმომხმარებელი გიორგი აღაპიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გთავაზობთ აღაპიშვილის პოსტს უცვლელად.


„გაიცანით - თამუნა კირვალიძე, ანაკლიის კონსორციუმის მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ყოფილი ფორმალური და ახლა უკვე არაფორმალური ხელმძღვანელი.


- რაში მდგომარეობს ისტორია. 2019 წლის ივნისი/ივლისის თვეებში მამუკა ხაზარაძემ და ანაკლიის კონსორციუმმა უცხოენოვან ადგილობრივ და უცხოურ ბეჭდურ მედიაში, ჯამში, 36 ფასიანი სტატია დაუკვეთა, რომელთა ერთადერთი სამიზნე არა საქართველოს ხელისუფლება - არამედ ქართული სახელმწიფო იყო. სტატიებში გადახდილი თანხის ჯამური ღირებულება, სულ მცირე 220 000 ევროს შეადგენს.


ისე როგორ უნდა გეზიზღებოდეს საკუთარი ხალხი და რა არარაობად უნდა თვლიდე, რომ პროპაგანდისტული სტატიებიც კი უცხოურად წერო.


2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდგომ, ნაწილობრივ ხელისუფლების ნებით, ხოლო ნაწილობრივ ინერციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხი შედარებით გაუმჯობესდა. მაგრამ, როგორც ჩვენ ეს საბჭოთა კავშირის დაშლის პრაქტიკამ გვიჩვენო, სახელმწიფოს მიერ გამოთავისუფლებულ სივრცეებს, უმალ იკავებს კერძო სექტორი, ასე მოხდა პირველი ოქტომბრის შემდგომაც. სააკაშვილის ხელისუფლება, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან, არ ფლობდა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სივრცეებს ბოლომდე, თუმცა ფლობდა და მართავდა ამ სივრცეების მთავარ აქტორებს, ბანკირებსა და ბიზნესმენებს.


ბიბლიაში ერთი საინტერესო ეპიზოდია, როდესაც მოსეს გამოჰყავს ებრაელები ეგვიპტიდან და აღქმულ მიწამდე 40 წელი ატარებს, მას უფალი გამოეცხადება და უბრძანებს რომ თავად მოსე არ უნდა შევიდეს წმინდა მიწაზე. არც-ერთი მონობაში ნაცხოვრები ებრაელი უფალმა პალესტინის აღქმულ მიწაზე არ შეუშვა. ამაში ცხადია უდიდესი განზრახვა იდო. სამწუხაროდ ჩვენ ასე მარტივად ვერ გავთავისუფლდებით მონობაში ნამყოფი სუბიექტებისგან და მათთან ერთად თანაცხოვრება გვიწევს აღქმული მიწისგან ძალიან განსხვავებულ, მაგრამ მონობაზე მაინც შედარებით უკეთეს ვითარებაში. მონამ თავისუფლების შინაარსი ვერ გაიგო, ნირმა არ გაუშვა და სახალხო სწრაფვა თავისუფლებისკენ საკუთარ იარაღად აქცია.


2016 წლის შემდგომ, საქართველო ფაქტობრივად ემსგავსება რევოლუციამდელ კუბას, სადაც ბიზნესი და ხელისუფლება ჯერ ქორწინდებიან, ხოლო მალე ამ უსქესო და უგენდერო ქორწინებაში, ბიზნესი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს და ოჯახის უფროსად ან ქმრად გვევლინება. ხალხი კი ამ ყველაფრის მაყრიონია, ქორწილზე აჭმევენ და მერე მთელი ცხოვრება ორივე ცოლ-ქმარი მათ ძარცვაშია.


გამომდინარე ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ტენდენციებიდან, საქართველოში მდიდრდებოდნენ ყველაზე თამამები, ყველაზე უპრინციპოები და სასტიკები. ამ ველურ დასავლეთში, ყველაზე სწრაფები და ზუსტები ბანკირები აღმოჩნდნენ. ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებულებმა, კორლეონეების ოჯახივით გადაწყვიტეს, არალეგალურიდან ლეგალურ საქმიანობაში გადასვლა. ყველა კორლეონეს თავისი კონსოლიერი, თანაშემწე სჭირდება. ადამიანი ვინც არასოდეს კლავს და ისვრის, მაგრამ ალაგებს ურთიერთობებს და მაშასადამე შეკვეთილ სტატიებსაც ის უზრუნველყოფს.


ფოტოზე თამუნა კირვალიძეა გამოსახული, თავის უშუალო უფროსთან და თავის უშუალო კლიენტებთან, ქოცებთან, ნაცებთან, ჟურნალისტებთან და სპიკერ-ბიზნესმენ ფადი ასლისთან.


ცხადია რომ 2019 წელს სახელმწიფოს ძველი პატრონი დაუბრუნდა და მანდ გადაწყვიტა ბიზნესის და სახელმწიფოს ქორწინება სასწრაფოდ გაწყვიტოს. ცხადია ეს ამბავი ბიზნესს არ მოსწონს და იბრძვის ყველა შესაძლო მეთოდით. ეს ამბავი თავისთავად კარგია ხალხისთვის, ვინაიდან ამ ქორწინებით ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები ზიანდებოდნენ, თუმცა კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ეს განქორწინება ახალი ქორწინების დასაბამი არ გახდება.


მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, სახელმწიფოს ყოფილი ქმარი მწარედ იკბინება, მას არ ენანება არც 200 და არც 300 ათასი ევრო შეკვეთილის ტატიებისთვის, მაგრამ მაშინაც კი როდესაც ესე სჭირდება სახალხო მხარდაჭერა, საკუთარ ნირს ვერ ღალატობს და საპროცენტო განაკვეთს სესხებზე არ ამცირებს. პირიქით, ვალუტის კურსით მანიპულირებს, მას ხომ სახალხო ზიზღი და ელიტების სიყვარული კვებავს!“- წერს აღაპიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.