ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: გვარამია ჩამოუკაკლავს ყველაფერს გამოძიებას 

„რუსთავი 2“-ის 9%-ის წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიასთვის დღეს წარდგენილი ბრალდება სამართლიანია, თუმცა ციფრი ცოტაა.

გიორგი ყავლაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ კომპანია დაახლოებით 30 მილიონით აზარალა და არა 6 მილიონით, როგორც ამას გენპროკურატურა ამტკიცებს.


„ვეთანხმები, უბრალოდ ცოტაა ეს ციფრი. მეტად ჰყავს კომპანია დაზარალებული, დაახლოებით 30 მილიონით მაინც, 6 მილიონი არაფერი არ არის. ალბათ, როდისმე მაგ დასკვნამდეც მივა პროკურატურა და ვფიქრობთ, რომ ის, რაც ბრალის სახით წარედგინება მას, ნამდვილად აქვს დამსახურებული“,- ამბობს ყავლაშვილი.


ადვოკატი ტელეკომპანიის შემოსავლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ნიკა გვარამიას, სავარაუდოდ, „ინტერ მედიასთან“ ჰქონდა კავშირი.


„ვფიქრობთ იმასაც, რომ „ინტერ მედიასთანაც“ არსებობს კავშირები, თორემ რატომ გაუჩნდებოდა სურვილი, „ინტერ მედია“ უკეთეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა, ვიდრე ის კომპანია, სადაც იყო მენეჯერი. ესაა მისი მენეჯერობა, რითაც თავს იწონებს“, - ამბობს ყავლაშვილი.


კითხვაზე, რის საფუძველზე ამბობს, რომ გვარამიამ „რუსთავი 2“-ს 30 მილიონის ზარალი მიაყენა, ყავლაშვილი სარეკლამო შემოსავლებს ასახელებს:


„40-50 მილიონი აქვს კომპანიას სარეკლამო შემოსავალი და წლების განმავლობაში ამას თუ უკარგავ, იმათი ჯამია. ეს 30 მილიონი ხომ ერთბაშად არ არის აღებული. საუბარია 2014, 2015, 2016, 2017 წლებზე. ამ პერიოდის განმავლობაში 2, 3 და 5 მილიონი რომ იყოს წლიური შემოსვლიდან აღებული, საკმაოდ დიდი ციფრი მოიყრის თავს“, - ამბობს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი.


გარდა ამისა, გიორგი ყავლაშვილის თქმით, გადასახედია შესყიდვები.


„შესყიდვებშია კიდევ ჩასახედი, გვგონია ჩვენ, რომ შესყიდვებში საკმაოდ დიდი ცოდვები აქვს. ბინების გადაფორმება გადმოფორმების საკითხები ჩვენთვის არ იყო ცნობილი, როგორც ჩანს, პროკურატურამ რაღაცები დაადგინა“, - უთხრა „პრაიმტაიმს“ ყავლაშვილმა.


რაც შეეხება ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებას, ყავლაშვილი ამბობს, რომ მას არავის დაკავება არ გაუხარდება, თუმცა საფუძველი არსებობს.


„დაკავება არავისი არ გამიხარდება, თუმცა საფუძველი არსებობს, მუხლი და ზიანი ისეთია. ფინანსურად ნამდვილად პასუხი უნდა აგოს - დააბრუნოს ზიანი მან და მისმა დომინანტმა პარტნიორებმა.


ჩემი მარწმუნებელი (ნინო ნიჟარაძე) გაანადგურეს. თავისივე თანაგუნდელის ქვრივს 1 მილიონი არ მისცეს, თავის წილში, მეტი არაფერი არ უნდოდა. მაგათი ქმედებით, ამ ადამიანმა დაკარგა ყველაფერი“. - ამბობს ყავლაშვილი.


„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გვარამიას გარდა, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თავად გვარამია მიაწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებას.


„თვითონ იტყვის ყველაფერს. დღეს ხო გაიშვირა ხელი, მარტო კი არ ვიღებდი გადაწყვეტილებებსო, ჩამოუკაკლავს ყველაფერს გამოძიებას. ასე, რომ გვარამიას იმედი ამ საკითხში უნდა ვიქონიოთ“- განუცხადა გიორგი ყავლაშვილმა პრაიმტაიმს.

წყარო: primetime.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.