ვერტმფრენების საქმე და წერილი ნეთანიაჰუს - ებრაული გამოცემა დავით კეზერაშვილის სკანდალურ კავშირებზე წერს

ებრაული გამოცემა marker საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ წერს. 

გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბინიამი, ნეთანიაჰუს ნდობით აღჭურვილი პირი ვალტერ სორიანომ, პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფილი კანდიდატის გალ ჰირშის  შუამავლობით, საქართველოს 3 ვერტმფრენი მიჰყიდა. შეთანხმება 2007 წელს გაფორმდა, როდესაც ჰირში საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მრჩეველი იყო. სტატიაში საუბარია ფარულ ფინანსურს გარიგებებსა და ფულის გათეთრების სავარაუდოდ სქემაზე. აი, რას წერს უფრო ზუსტად ებრაული გამოცემა:


„2008 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ ომში დამარცხების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი, თანამდებობიდან გადაყენებისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფრთხის წინაშე დადგა, ჰირშმა სორიანოს ნეთანიაჰუსთან შეხვედრა სთხოვა „ქართველ მინისტრთან“ დაკავშირებით.


სორიანო  ნეთანიაჰუსთან ასევე ძალზე დაახლოებული  ადვოკატის - იცხაკ მოლშოს ფირმის, USG-ის მეშვეობით მოქმედებდა. ქართველ მინისტრთან დაკავშირებით ნეთანიაჰუსთან შეხვედრა სორიანომ  რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 2 კვირის თავზე ითხოვა. რუსეთთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საბანკო ანგარიშებზე გადასახადებისგან დამალული ათეულ მილიონობით აშშ დოლარი აღმოჩნდა. აგვისტოში კეზერაშვილი უკვე „დახურულ საქმედ“ ჩაითვალა.


კეზერაშვილის მრჩეველი გალ ჰირში ამასთანავე იყო კომპანია „Defense Shield“-ის მფლობელი.


სორიანო და ჰირში ერთმანეთს ისრაელის არმიაში ყოფნისას იცნობდნენ. გალ ჰირში მისი მეთაური იყო. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, ორივე მათგანი თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ გარიგებებში ჩაერთო. 2006-2008 წლებში ჰირში საქართველოს თავდაცვის მინისტრის კონსულტანტად მუშაობდა. Defensive Shield-ის მეშვეობით, ჰირშმა  თავდაცვის სფეროში უამრავი ტექნიკური ინფორმაცია და აპარატურა მიჰყიდა საქართველოს.


სორიანო ლონდონში დასახლდა. მან ფირმა USG (უსაფრთხოების გაერთიანებული ჯგუფი) დააფუძნა, რომელიც რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოში. მის პარტნიორებს შორის არიან  ადვოკატი იცხაკ მოლშო, ნეთანიაჰუს პოლიტიკური კონსულტანტი და მისი ყოფილი ადვოკატი, მოსადის ექსხელმძღვანელი ნაჩოუმ ადმონი, რეზერვში მყოფი გენერალი ური საგი და რამდენიმე ბრიტანელი ბიზნესმენი.


2007 წლის ბოლოსთვის, სორიანოს და ჰირშს საქმე გამოუჩნდათ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უმაღლესი სამხედრო პირებისთვის სამი ვერტმფრენის შეძენა გადაწყვიტა. სამი ვერტმფრენის მოძიების მიზნით, ჰირში რამდენიმე ფირმას დაუკავშირდა. ერთ-ერთი იყო სორიანოს ფირმა, რომელმაც მას ესპანეთში ბაზირებული Bell 212-ის ტიპის სამი ვერტმფრენი შესთავაზა. ისინი ესპანეთის Fire Men-ს ეკუთვნოდა და გასაყიდად იყო გამოტანილი. USG-მ ეს სამი ვერტმფრენი საქართველოს მთავრობას მიჰყიდა. სორიანოს USG ფირმამ ასევე უზრუნველყო სამივე ვერტმფრენისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა. ეს გარიგება რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ტექნიკური მომსახურების გაწევა 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე განხორციელდა. ომის დაწყების დღეს, ტექნიკოსები თბილისიდან სომხეთის საზღვარზე გაიყვანეს და სომხეთიდან თავიანთ ქვეყნებში დააბრუნეს. უცნობია რა ბედი ეწია იმ სამ ვერტმფრენს.


2008 წლის მღელვარე აგვისტოში, სორიანომ არი ჰარროს მეილი გაუგზავნა ქართველ მინისტრთან დაკავშირებით ნეთანიაჰუსთან შეხვედრის ორგანიზების თხოვნით. ამ შეხვედრის მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია ისრაელის ჟურნალისტის რავივ დრუკერისგან გახდა ცნობილი. მან იპოვა სორიანოსგან პრემიერისთვის გაგზავნილი მეილი, სადაც ის შეხვედრის 2008 წლის სექტემბრის მეორე კვირამდე გადავადებას ითხოვდა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქართველი ებრაელია, რომელიც ჰოლონში, ისრაელში გაიზარდა. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და ახალგაზრდა წარმატებულ პოლიტიკოსად იქცა. 2006 წელს, 28 წლის ასაკში, ის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. 2008 წელს მისი თანამდებობიდან წასვლამდე, ათეულ მილიონობით აშშ დოლარი ჩადებულ იქნა კეზერაშვილის სახელზე დარეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიებში. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც 2015 წელს Mosak Ponska Intel. Low-ის ფირმიდან ინფორმაციამ გაჟონა.


ომის დაწყებამდეც, FBI აწარმოებდა გამოძიებას თავდაცვის აპარატურის წარმოებასთან დაკავშირებულ ბიზნეს გარიგებაში კეზერაშვილის აქტიური  მონაწილეობის საქმეზე. 2007 წელს, ფირზე ჩაწერეს რამდენიმე ისრაელელი ბიზნესმენი, მათ შორის ჰირშის ბიზნეს პარტნიორები, მაგრამ არა თვითონ ჰირში, სადაც ისინი მედიდურად ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ გადაურიცხეს ფული კეზერაშვილს.


როდესაც „მარკერმა“ ჰკითხა სორიანოს, იყო თუ არა ნახსენები ქართველი მინისტრი კეზერაშვილი, სორიანომ უარყო.  მაგრამ „მარკერს“ წყარომ განუცხადა, რომ სორიანო მხოლოდ კეზერაშვილთან იყო კონტაქტზე, ვინც მას გალ ჰირშმა წარუდგინა.


იგივე „წყარომ“ დაამატა, რომ ომის პირველი დღეებიდან, აგვისტოს დასაწყისში, ნათელი იყო, რომ კეზერაშვილი „დამთავრებული“ იყო, ნისლიანი მომავლით. მან იცოდა, რომ მალე გადააყენებდნენ. გალ ჰირში და „Defense Shield“ შეეცადნენ დახმარებოდნენ მას და საქართველოს გარეთ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო.


2008 წლის დეკემბერში, ომიდან 4 თვის შემდეგ, კეზერაშვილი გადაყენებულ იქნა პრემიერ მგალობლიშვილის მიერ. მან საქართველო 2013 წელს დატოვა. მას ისრაელის პასპორტი აქვს, თუმცა ისრაელში არ დამკვიდრებულა. დასაწყისში, მან საფრანგეთს შეაფარა თავი, მოგვიანებით გაერთიანებულ სამეფოს. ორივე ქვეყანაში ცხოვრების პერიოდში საქართველო მის ექსტრადირებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ.


გასულ კვირას, ისრაელის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ჰირში და მისი პარტნიორები ოდედ შახნაი და იავივ ადამი აღარ არიან ეჭვმიტანილები კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემაში. ეს ეჭვი  2015 წლიდან არსებობდა. გამომძიებლების ინფორმაციით, ამ პირების სასამართლოს წინაშე წარსადგენად არსებობს მტკიცებულებები გადასახადებთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით“.


 

წყარო: primetime.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.