„ავიაკომპანია „Ryanair” შემოსვლა უდიდეს წვლილს შეიტანს როგორც ტურიზმის ასევე, საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაში. ეს არის ძალიან ცნობადი ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიის სტატუსით სარგებლობს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი მგზავრთნაკადის გაზრდის. და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოსვლის.
ჩვენ „Ryanair“ -თან ვგეგმავთ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისევე როგორც ვთანამშრომლობთ სხვა მოწინავე ავიაკომპანიებთან, იმ მიზნით, რომ მოხდეს საქართველოს სწორი პოზიციონირება, პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა, უშუალოდ იმ ქვეყნებში საიდანაც „Ryanair“ რეიესებს შეასრულებს როგორც დედაქალაქის, ასევე ქუთაისის მიმართულებით.
როგორც იცით, წლის დასაწყისში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით ძალიან დიდი მასშტაბური კამპანია დაიწყო საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად. უფრო დიდი აქცენტი კეთდება ევროკავშირის ქვეყნებზე, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები.
რა თქმა უნდა ინტენსიურად, უფრო მეტად გავაძლიერებთ მუშაობას ახალ მიმართულებებზე. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და ინიცირებით, აღნიშნულ სამ მიმართულებას დაემატება კიოლნი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გერმანია განსაკუთრებით მიმზიდველი სტრატეგიული ტურისტული ბაზარია",- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.