საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათ დაუზუსტებელი ნივთიერებით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ.
"მათი დიაგნოზია დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი, მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნებით.სათანადო დახმარების შემდეგ სამივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში", - გვითხრა ორჟონიამ.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში გუშინ, 22 აგვისტოს გაიხსნა.