"დღეს ბუტას დღეა, დაბადების დღე .
თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა, ბიჭად, რომელიც სისტემის მსხვერპლი გახდა და ჩაცხრილეს. ბიჭი, რომლის სახელსაც არაერთი სიბინძურე დააბრალეს...
ბუტა რობაქიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი,ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილი. 19 წლის ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ სისტემა კლავს, რომ სისტემა უმოწყალოა. და სწორედ ბუტამ, სანდრომ, ზურამ, გიორგიმ - ამ ბიჭებმა მოახერხეს და ნიღაბი ჩამოხსნეს ხელისუფლებას და სწორედ მათ გააერთიანეს ქართველი ხალხი,სისტემის წინააღმდეგ",-აღნიშნა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, დღეს ბუტა რობაქიძე 34 წლის გახდებოდა.