გარდა ამისა, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საქართველოს საზღვღის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებრათვის გარეშე.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები:
„იგულისხმება იმ ფირმების თანაპარტნიორების და დირექტორების ჩვენებები, რომლის საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება“,-აღნიშნა პროკურორმა.
გამოძიება ავთანდილ წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
ამავე თემაზე:
ავთანდილ წერეთელი: ტრანზაქცია რა გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა, მე ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს