დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.კ.-მ ქალბატონს ხელჩანთა გასტაცა, სადაც 710 ლარი და პირადი ნივთები იყო და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
პატრულ-ინსპექტორებმა დ.კ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში დააკავეს.
პოლიციამ ფული და პირადი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით.