მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და ქვეყანაში მშვიობით დაბრუნება მიულოცეს.
ეროვნული გვარდიის ნაკრებმა ოცეულმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მესამე როტაცია განახორციელა.
ქართველი მშვიდობისმყოფელები 6თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ ცენტრალურ აფრიკაში და მათ მთავარს ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ასევე ეროვნული გვარდიის მსუბუქმა ქვეითმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან გენადი მახარაძის მეთაურობით.
საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში - „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.
2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მონაწილეობს.