ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების მფლობელთა ვინაობა ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია.

პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.  


დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს.  ღონისძიებას  საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.


GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.


გამარჯვებული სტარტაპები არიან :


·        Lupi AI - ანალიკიტური ხელსაწყო განათლებასთან დაკავშირებული მონაცემებისთვის. ლუპი AI მონაცემებზე დაყდნობით გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა განათლებაში.


·        Logmind - კომპანია, რომელიც ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ლოგ-მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მსხვილი ორგანიზაციების DevOps და IT ოპერაციულ ჯგუფებს დაეხმარება ავტომატურად გამოავლინონ ხარვეზები თავიანთი  აპლიკაციებიდან.


·        Qvevry  - პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლის - ქვევრის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებას. ქვევრების საბეჭდად სპეციალურად შეიქმნება ახალი კერამიკული 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ 1000 – 1500 ლიტრი მოცულობის ქვევრების დამზადებას


·        RNSEED Potato Fabrik - კარტოფილის თესლის ინვიტრო კლონირებისა და მინი-ტუბერების გამრავლების უნიკალური ინტეგრირებული აგრო-ბიო ტექნოლოგიური სისტემა.


·        Colors of Caucasus - ნატურალური ინგრედიენტებით ეკოლოგიურად სუფთა ღებვის ტექნოლოგია ბიო ქსოვილის მისაღებად.


·        BioCure - ნავთობ-პროდუქტებით დაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიურად სუფთა და უნივერსალური ტექნოლოგია, რომელიც ამარტივებს დაბინძურების გაწმენდის პროცესს.


·        My Drug App - აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს მედიკამენტები საბითუმოზე უფრო იაფ ფასად.


·        Shenia - პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეუქმნან ბავშვს ქართულ ენაზე დაწერილი პერსონალური ზღაპარი, სადაც პატარა ამბის მთავარი გმირია.


·        Phubber - სოციალური შოპინგის პლატფორმა - არის მობილური აპლიკაცია, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმელის ონლაინ მაღაზიის მიქსია.


·        Inventors - მეორადი და ახალი ავტო ნაწილების ყიდვა-გაყიდვის ინოვაციური პროექტი.


·        Travel Guide - ინოვაციური, ტურისტული პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითრება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.


·        Bizon.ge - მანქანა-დანადგარების ონლაინ მარკეტი


·        Beauty Lab - საშუალებას აძლევს კლიენტებს სილამაზის სალონში მათი სასურველი პროცედურა დაჯავშნონ  ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.


·        Atrion - საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის შექმნა, რომელიც მოემსახურება საერთაშორისო განვითარების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, შეძლონ საერთაშორისო დახმარების პროექტების წარმატებული დანერგვა ნაკლები დროისა და დანახარჯების გამოყენებით.


·        RED - სახანძრო დეტექციის (კვამლი, სიმხურვალე, ნახშირჟანგი), ასევე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ჭკვიანი სისტემა (CO2, CO, ადამიანის მიერ გამოყოფილი ნაწილაკები, სხვა მავნე აირები). ეს ყველა დეტექტორი და სენსორი დაკავშირებულია ღრუბლოვან პროგრამულ უზრუნველყოფასთან.


·        IoGreen - ჭკვიანი სენსორების ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც ეხმარება აგრო სფეროს ბიზნესებს და ფერმერებს.


·        VTOL - Aerial Vehicle  - რამდენიმე ტიპის, მაღალტექნოლოგიური უპილოტო და პილოტირებადი საფრენი აპარატის წარმოება და მათი საშუალებით ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე ინოვაციური სერვისების შეთავაზება.


·        Unmanned Aerial Vehicle - მაღალტექნოლოგიური ჰიბრიდული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლიც იქნება უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და შეძლებს დააკმაყოფილოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნები


·        VADAC - პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის განვითარებას აკადემიურად პატიოსანი ონლაინ სერტიფიცირებისთვის, რათა თვითნასწავლ მომხმარებლებსა და დამსაქმებლებს მთელს მსოფლიოში დაეხმაროს საიმედო სერტიფიცირების გონივრულ ფასად მიღებაში.


·        LiveCaller - ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას ურთიერთობა იქონიოს საკუთარი ვებ-გვერდის ვიზიტორებთან ვებ-ზარის, ვიდეო ზარის, ერთობლივი ბრაუზინგის და მიმოწერის საშუალებით სრულიად უფასოდ.


 


 


 


 


 


 


 


 


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.