ამის შესახებ ხანგოშვილის ახლობლებმა ჟურნალისტებს გერმანიის საელჩოდან გამოსვლისას უთხრეს.
გერმანიის დედაქალაქის ცენტრში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით გერმანიის საელჩოსთან საქართველოში საპროტესტო აქცია დღეს, 10 სექტემბერს გამართეს.
აქციაზე, რომელსაც მოკლულის ფოტოსურათებით და ტრანსფარანტებით აღჭურვილი დაახლოებით 60 ადამიანი შეიკრიბა, მთავარი მოთხოვნა მკვლელობის ობიექტური გამოძიება იყო.
პანკისის ხეობის მკვიდრის, საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ზელიმხან ხანგოშვილის ახლობლები გერმანიის საგმოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი და თანამზრახველები არ გადასცენ რუსულ მხარეს.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ, ხანგოშვილის ოჯახის წევრებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებას
მოკლულის ოჯახის ახლობელი ვახტან ფარეულიძე აცხადებს, რომ "ამ მკველობაში არ იქნება მხოლოდ ერთი ადამინი დამნაშავე და ეს საქმე სამართლიანადაა გამოსაძიებელი".
მისივე ინფორმაციით, "მკვლელი მოითხოვს შეხვედრას რუს დიპლომატებთან და გერმანიამ
არუნდა მისცეს უფლება შეხვდეს რუს დიპლომატეს. ზელიმანის ძმას და მის ახლობლებს შეილება ევპროპაში ემუქრებოდეთ საფრთხე და უნდა დაიცვან ეს ხალხი დანარჩენი მისი ახლობლები მსგავსი საფრთხისგან".
მკლველობა 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მდებარე სკვერში მოხდა.
გახმაურებული მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, რომელმაც ხანგოშვილი რამდენიმე გასროლით მოკლე, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღი და ველოსიპედი, რითაც გადაადგილდებოდა, მდინარეში გადაყარა. მკვლელმა მიმალვა ვერ შეძლო და გერმანელმა სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გერმანელი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.