ირაკლი ღარიბაშვილმა მედლინ მუნს მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ასახულია მათ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებში.
მედლინ მუნმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ მაღალ სტანდარტებზე, ქართველი სამხედროების სამაგალითო მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ JTEC ნატოს ოჯახის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.