როგორც „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მოქალაქე მიწის ქვეშ იყო მოყოლილი. მათივე ცნობით, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდენენ სამაშველო ჯგუფები, რომლებსაც პიროვნება უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარი ფაქტი ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის მერიის მიერ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ უკავშირდება და მუშა კერძო შეკვეთას ასრულებდა.