2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ
დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა - -0.4 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა -
6.0 პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა - 5.6 პროცენტი)
2019 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 913.5 ლარით, ხოლო კაცების - 1 419.8 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 69.1 და 85.9 ლარი შეადგინა.
2019 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 90.7 ლარით გაიზარდა და 1 241.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 138.1 ლარი, წლიური ზრდა 3.2 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1 804.0 ლარი, წლიური ზრდა 4.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.
სტატისტიკური მონაცემები ასახავს დარიცხულ ხელფასს, რომელსაც საპენსიო შენატანი და საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 925 ლარამდე მცირდება.