მარიამ ჯაში: 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების რეფორმისთვის

საქართველოს განათლების, კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, პლენარულ სხდომაზე სასწავლო წლის დაწყებასთან და განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, სკოლის უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს ქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კონკრეტულად 41 სკოლაში დამატებით დასაქმდნენ მანდატურები.


"სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ჩვენ გვინდა მივულოცოთ ახალი სასწავლო შესაძლებლობები მოსწავლეებს, სტუდენტებს და პედაგოგიურ კორპუსს. ვუსურვოთ წარმატებები და აქვე, ვფიქრობ არის უაღრესად მნიშვნელოვანი შევაჯამოთ ის ცვლილებები, რომელიც უკვე განხორციელდა საქართველოს განათლების სისტემაში და ასევე გამოწვევები, რომლის გარშემოც ჩვენ მოგვიწევს შემდგომი მუშაობა. გადაჭარბების გარეშე ვფიქრობ, 2019 წელი იყო ისტორიული წელი საქართველოს განათლების სისტემის რეფორმისთვის. მე-9 მოწვევის პარლამენტის განხილვების პირველივე დღეებიდან ჩვენი კომიტეტი, ყურადღებას ამახვილებდა დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის აუცილებლობაზე თუკი ჩვენ გვქონდა პრეტენზია, რომ მომხდარიყო ფუნდამენტური რეფორმები განათლების სისტემაში. ეს გადაწყვეტილება 2019 წელს არის მიღებული და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ მამუკა ბახტაძეს გადავუხადო მადლობა. მისი ინიციატივით განათლება ნამდვილად გახდა უპირველესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობის და ჩვენ ასევე საკანონმდებლო დონეზე გვაქვს უზრუნველყოფილი მნიშვნელოვანი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. სულ რამდენიმე დღეში 30 ათასზე მეტი პედაგოგი მიიღებს გაზრდილ ანაზღაურებას, და ათასობით დამსახურებულ პედაგოგს ჩვენ ღირსეულად გავაცილებთ სისტემიდან. საპენსიო რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განათლების სისტემაში, მე ვფიქრობ არ მარტო საქართველოსთვის იქნება წარმატებული, არამედ გახდება მაგალითი, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნებისთვის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, უფრო გლობალურად. ასევე მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს საგანმანათლებლო რესურსების კუთხით. მოგეხსენებათ, რომ წელს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ბრუნდება კულტურული მემკვიდრეობის სახით, იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებული ვერსია, ყველა პირველკლასელს გუშინ დახვდა სწორედ აღნიშნული სახელმძღვანელო და ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ არჩევანის თავისუფლებას და საავტორო უფლებების დაცვას. ასევე გუშინ, ყველა პირველკლასელს დახვდა და დაურიგდა განახლებული და გაუმჯობესებული ტექნიკური სპეციფიკაციის კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც აძლევთ საშუალებას, რომ ჩაიტვირთოს ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსი უშუალოდ პერსონალურ კომპიუტერებში. მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოები ასევე არის განახლებული და ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება მომდევნო წელსაც. სკოლის უსაფრთხოების კუთხით, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. 41 სკოლაში დამატებით დასაქმდნენ მანდატურები და საერთო ჯამში, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, სკოლების 80 პროცენტში იქნებიან უკვე მანდატურის წარმომადგენლები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების საკითხს და ასევე გაზრდილია მანდატურების სახელფასო ანაზღაურება 250 ლარით. მანდატურის სამსახურის გაძლიერებასთან ერთად გაძლიერდა ასევე ფსიქო-სოციალური სერვისი. ახალციხეში და ზუგდიდში გაიხსნა დამატებითი ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები და წელს მოხდა პირველად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ სკოლაში ჩვენ დავიწყეთ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვთა რეგისტრაცია. 515-მა მოსწავლემ მიიღო სწორედ ეს მომსახურება. ასევე ქვეყნის მასშტაბით, განახლებულია 75 პროცენტი სასკოლო ინფრასტრუქტურის. 880 სკოლაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები და აშენდა ახალი 27 სკოლა ქვეყნის მასშტაბით. ასევე წელს დამთავრდა 91 სკოლის მშენებლობა შეერთებული შტატების და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული სტრატეგიული პროგრამის ფარგლებში. ბუნებრივია, რჩება გამოწვევები, მათ შორის, საბავშვო ბაღების სისტემებთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საბავშვო ბაღებში ანალოგიურად, ჩვენ გვაქვს განსახორციელებელი ფინანსურიო რესურსების მატების ინიციატივები და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამინისტროსთან. გუშინ ჩვენ ვსტუმრობდით ზუგდიდში ინგირის განახლებულ სკოლას და პედაგოგების მოლოდინი და ჩვენი მხარდაჭერა უწყვეტად გაგრძელდეს ეს სტრატეგიული და ფუნდამენტური რეფორმა განათლების სისტემაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.