პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან საქმის დეტალებზე ისაუბრა პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა:
„აბსოლუტურად ყველა მშობელს ჰქონდა ფინანსური გარიგება. შეთანხმებულები იყვნენ, თითოეული ფოტოსესიისთვის, თითოეული ბავშვისთვის იღებდნენ საშუალოდ 1000-დან 3000 ლარამდე. თანხა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად პოპულარული იყო ბავშვი ამგვარი ფოტოსურათებით დაინტერესებულ პირებში. ყველა მშობელს ჰქონდა კომუნიკაცია უშუალოდ ორგანიზატორებთან და ხშირად რეკავდნენ საკუთარი ინიციატივით და ითხოვდნენ, რომ იქნებ უფრო მალე ყოფილიყო ამ ბავშვების ფოტოსესია“,-განაცხადა პროკურორმა.