23-30 სექტემბერს საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით, წელს საქართველოში მეორედ გაიმართება ევროპის სპორტის კვირეული.

კვირეული საზეიმოდ გაიხსნება 23 სექტემბერს, 15:00 საათზე ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე.


აღსანიშნავია, რომ ბათუმი მიმდინარე წელს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსს ატარებს.


გახსნის ცერემონიას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიაშვილი, მინისტრის მოადგილე - ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ლაშა ჯავლეიშვილი, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე - სოფო ხალვაში, საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასობრივის სპორტის სამმართველოს უფროსი - ზვიად ზაალიშვილი, ეროვნული ფედერაცია სპორტი ყველასათვის; პრეზიდენტი - მაია აზარაშვილი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი - ჯემალ ძაგანია.


სპორტულ ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთი კვირის მანძილზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ქვეყნის 60-მდე მუნიციპალიტეტში სპორტის 30-მდე სახეობა და 100- მდე სპორტული აქტივობა იქნება წარმოდგენილი.


სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" და
სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი.


გახსნის ცერემონიის თანაორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. 2020 წლიდან ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ცერემონია იქნება გარდამავალი და გაიმართება იმ მუნიციპალიტეტში, რომელიც ყველაზე აქტიურად და მასშტაბურად ჩაერთვება კვირეულის ორგანიზებაში.


ევროპის სპორტის კვირეული არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive (იყავი აქტიური), 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ
ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით დაგეგმილია 30 000-ზე მეტი ღონისძიების ჩატარება რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთვება.


ღონისძიებების კალენდარი:


22 სექტემბერი, 15:00 – ყაზბეგის გამზირზე მდებარე წითელ პარკში, EUROPEANMOBILITYWEEK-ის ფარგლებში გაიმართა მსვლელობა ელექტრო სკუტერებითა და ველოსიპედებით;


23 სექტემბერი, 15:00 - ევროპის სპორტის კვირეულის გახსნის ოფიციალური ცერემონია ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე;


24 სექტემბერი, 12:00-18:00 კონფერენცია აღიარებულ სპორტულ ორგანიზაციებთან თემაზე "მასობრივი სპორტი და ფიზიკური აქტივობა", სამინისტროს შენობა, სანაპიროს ქ. N4, მე-5 სართული სააქტო დარბაზი;


25 სექტემბერი, 10:00 საათიდან - სპორტის სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა სამინისტროებში გაიმართება შიდა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში;


26 სექტემბერი, 14:00 საათიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება თამაშები ტრადიციულ სპორტის სახეობებში;


27-30 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე მდე ვერის პარკში ევროპის სპორტის კვირეულის სპორტული სოფელი მოეწყობა


27 სექტემბერი - 15 სპორტული ფედერაცია წარმოადგენს სხვადასხვა აქტივობას სპორტულ სოფელში; პარალელურად, სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის კოორდინაციით, ღონისძიებები გაიმართება 200-მდე სკოლაში;


28 სექტემბერი - 11:00-18:00 სპორტულ სოფელში წარმოდგენილი იქნება ამერიკული სპორტის სახეობები. 13:00-ზე გაიმართება სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გახსნის ცერემონია; 17:00 შევარდენის სარაგბო ბაზა უმასპინძლებს ამერიკულ ფეხბურთში პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს -


საქართველო/ყაზახეთი; 20:00 საათზე, ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, სარაგბო ბაზაზე #BeActive Night-ის ფარგლებში, გაიმართება იოგას თეატრალიზებული შოუ და მასტერკლასი;
29 სექტემბერი, 09:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, კლასიკური გიმნაზიის წინ სტარტს აიღებს "თბილისი მარათონი"; 09:00 – 11:00 სპორტულ სოფელში, ჭადრაკის სასახლეში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ჩვენება - საქართველო/ურუგვაი; 11:00-18:00 სპორტულ სოფელში გაიმართება მაგიდის ჩოგბურთის ფინალი სამინისტროებს შორის; 30 სექტემბერი, 10:00 საათზე ვეტერან ჩოგბურთელთა ტურნირი და ევროპის სპორტის კვირეულის სიმბოლური დახურვის ცერემონია.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.