მოსამართლე: თუ ჩემს ღირსებას პირადად შეეხებიან, მაქვს დაცვის უფლება, მაგრამ მედიისგან არასასიამოვნო შეფასება, დასათმენია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთი შეკითხვა მედიის თავისუფლების საკითხებს და ამ კუთხით, საქართველოში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  პრაქტიკის განხორციელებას შეეხებოდა.


მერაბ გაბინაშვილი ამბობს, რომ მედია თავის მოქმედებებში თავისუფალია, თუმცა გასათვალისწინებელია ინფორმაციის გადაცემის სტანდარტი, რაც გულისხმობს, რომ  მედიის მიერ ინფორმაციის გადაცემამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვა ღირებულების დარღვევას. გაბინაშვილის პირადი მოსაზრებაა, რომ ღირსების დაცვის უფლება აქვს, თუმცა მედიის მხრიდან მოსამართლის არასასიამოვნო შეფასება, დასათმენია.



„მსგავსი ტიპის საქმეებზე გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, აქტიური მონაწილეობა  მიმიღია ამ ტიპის საკითხების განხილვაში. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ხშირად, დისკუსიის საგანი ხდება გამოხატვის თავისუფლება და სასამართლოს ღირებულებების ურთიერთშედარება. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი დემოკრატიული ღირებულებაა.უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულ განვითარებაზე, ამ უფლების დაცვის გარეშე. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლი პირდაპირ მიუთითებს , რომ ეს უფლება დაცულია და ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება ყოველგვარი საზღვრების შეზღუდვის და შეხედულების შეზღუდვის გარეშე, თუმცა იქვე აღიარებულია, რომ  ეს უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.დაწესებულია  გარკვეული შეზღუდვები.


ზოგადად, ღირსება ყველაზე უფრო აღმატებული ცნებაა, თუკი საერთოდ რამე არსებობს. ის შეიძლება იყოს პირადიც და საზოგადოებრივიც. ღირსება დაბადებიდან დაყვება ადამიანს, ახალდაბადებულ ადამიანსაც,  რომელსაც შეიძლება, ჯერ საზოგადოებისთვის არანაირი სიკეთე არ მოუტანია, იმასაც აქვს ღირსება და შეიძლება, უკანასკნელ დამნაშავესაც ბოლომდე ჰქონდეს და უნდა შეინარჩუნოს და უნდა იყოს დაცული მისი ღირსება.


რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მედიის ინფორმაციის გადაცემის სტანდარტებთან გვაქვს საქმე.რა სტანდარტით გადასცემს ინფორმაციას. მედია ასრულებს თავის ფუნქციას, მან უნდა გადასცეს ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ  დაწესებულია დასაშვები კომენტარის სტანდარტი, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაციის გადაცემამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას სხვა ღირებულების დარღვევას.


რაც შეეხება  ჩემს პირად მოსაზრებას, მე, როგორც მოსამართლეს, თმენის ძალიან მაღალი ვალდებულება მაქვს და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს თმენის  მაღალი ვალდებულება. თუ ჩემს ღირსებას პირადად შეეხებიან, მე მაქვს ღირსების დაცვის უფლება, მაგრამ მოსამართლის შეფასება, რასაც არც თუ სასიამოვნო ფორმებში აკეთებს მედია, ჩვენი მხრიდან დასათმენია.   რადგან ვარ საჯარო მოხელე, პირველ რიგში მოსამართლე, თუ არ სცილდება ეს გამოხატვა პიროვნული შეურაცხყოფის  ზღვარს, დასათმენია“,-განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.