სარეკლამო ახალი წელი ბათუმში

როცა ჩემს მეგობარს ვკითხე, რა არის Ad Black Sea, მან მოკლედ მიპასუხა: „ესაა სარეკლამო სფეროს წარმომადგენლების ახალი წელი, ჩახვალ და თავად ნახავ“!

ჰოდა, სექტემბრის ამ მზიან დღეს ბათუმში სწორედ „სარეკლამო ახალ წელზე“ დასასწრებად ჩავედი ფესტივალზე, რომელიც წლიდან წლამდე საერთაშორისო მასშტაბებს იძენს. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია - გარდა იმისა, რომ Ad Black Sea საიუბილეო თარიღს, დაარსებიდან 5 წლისთავს აღნიშნავს, ღონისძიებაზე დამსწრებთა რაოდენობაც რეკორდულია და 800-ზე მეტ სტუმარს ითვლის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წლევანდელი ფესტივალის უცვლელი პარტნიორი და მეგობარი, რა თქმა უნდა, „თიბისია“, რომელიც დაარსების დღიდან ფესტივალს გვერდში უდგას.


როგორი შეიძლება იყოს წინასაფესტივალო განწყობა მზიან ზღვისპირა ქალაქში? ეს განწყობა ყველაზე კარგად ბათუმის ბულვარში, „შერატონის“ მიდამოებში იგრძნობა. აღტაცებული სტუმრების ქაქანსა და სიცილში გზას სარეგისტრაციო პუნქტისკენ მივიკვლევ.


„შერატონის“ ფოიეში უამრავი გასართობი ზონაა, სადაც შეგიძლია შენს იდეებს გზა მისცე - „თიბისის“ კედელი, რომლის მოხატვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია; „ბილაინის“ სახალისო Doodle-კონკურსი, „არეა.ჯის“ ყველაზე კომფორტული კუთხე დასასვენებლად და ა.შ.


ფესტივალის ორგანიზატორების მისალმებისა და გახსნის შემდეგ, პირველი მონაწილე, Ad Black Sea-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მეგობარი, ბერლინის კრეატიული ლიდერშიფის სკოლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, მაიკლ კონრადია. 5 წლის წინათ სწორედ მან გახსნა და „დააფრთიანა“ ბათუმის საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი და 5 წლის შემდეგ კვლავ ესტუმრა აჭარას უკვე „გაზრდილი“ და 5 კონტინენტზე გასული ფესტივალის სანახავად.


„Georgia, Georgia...“ - დარბაზმა სიმღერის ბოლოსკენღა აღიქვა, რომ მაიკლ კონრადი საქართველოს რეი ჩარლზის უკვდავ ჰიტს უმღეროდა.


კონრადის სემინარი ინტერაქტიულია - 800-კაციანი პუბლიკა მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული სარეკლამო ვარსკვლავის რჩევებს გაფაციცებით უსმენს. „კრეატივი არის გზა, გადაჭრა ესა თუ ის პრობლემა და კიდევ უფრო მარტივი გახადო ადამიანების ცხოვრება. თუკი კრეატიულობას მხოლოდ სანახაობისთვის იყენებ, არასწორია“, - გვეუბნება კონრადი.


ფესტივალის პირველი დღის თემა, ძირითადად, კრეატიულობისა და კამპანიის ეფექტიანობის შეთავსების ძიებაა, რომელსაც ყველა შემდეგი სპიკერი ავითარებს. ნებისმიერ კამპანიას, ნებისმიერ შემოქმედებით მეთოდს აუცილებელია, მიზანი ჰქონდეს, კონკრეტული მიზანი, რომელიც კონკრეტულ აუდიტორიაზე იქნება მორგებული.


„თუკი მე ახლა ამ მიკროფონს გადავყლაპავ, კი, ხალხი იტყვის WOW-ს, თუმცა მას ცხადია, არანაირი მიზანი არ გააჩნია და მეც არ გადავყლაპავ. არც თქვენ მომბაძოთ, სახლშიც ნუ გაიმეორებთ“, - ამბობს ბექა ადამაშვილი, ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი „მარკეტერის“ მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე, რომელმაც Iveria Beach-ზე დაიდო ბინა.


ფესტივალის პირველი დღე „პოსტ რედ“ აუდიოს ძალიან საინტერესო პრეზენტაციით სრულდება. გახმოვანება და მუსიკა მოიცავს ყველაფერს - აუდიოლოგოს შექმნას, მუსიკის წერას, კარგი ხარისხის ქავერის გაკეთებას, ცნობილ არტისტებთან მოლაპარაკების წარმოებას სიმღერის ყიდვის თაობაზე და ა.შ. მაგალითად, იცოდით, რომ uptown funk-ს 17 კომპოზიტორი ჰყავს და მისი უფლებების შესაძენად 17-ივესთან მოგიწევთ ცალ-ცალკე მოლაპარაკება? ხოლო ისეთი ლეგენდარული ჯგუფები, როგორებიცაა Led Zeppelin, Deep Purple ან Queen ფულს მხოლოდ იმაში იღებენ, რომ პასუხი მოგწერონ, დადასტურებით კი ჯერჯერობით არაფერს გპირდებიან. ბიჭები გვიყვებიან ყველაზე სახალისო დეტალებს, როგორ ახმოვანებენ ფილმებს - საამისოდ მათ ოფისში ათას ნივთს ნახავთ, რომლებზეც არც კი გიფიქრიათ, რომ გამოიყენებდით, თუმცა „პოსტ რედში“ ყველაფერი გამოსადეგია, რაც საინტერესო ხმას გამოსცემს.


მეორე დღეს დაპირებული წვიმის ნაცვლად, ისევ შემოდგომის თბილი დღეა. „შერატონის“ ფოიე Early birds-ებს სურნელოვანი ყავით უმასპინძლდება. დღის გამორჩეული სპიკერი ბრაზილიელი მარჩელო სერპაა, რომელიც ამბობს, რომ კრეატიული სფეროს წარმომადგენლების მთავარი მტერი შიშია - და როცა სააგენტოებსა და კლიენტებს ეშინიათ, მაშინ რეკლამა ნორმალური, ერთი შეხედვით უნაკლო, მაგრამ კლიშეებით სავსე გამოდის. აქ აღარ იგრძნობა დამოკიდებულებები, ვნება, ნაპერწკალი, რომელიც კომპანიის მესიჯს მომხმარებლის გულამდე მიიტანს“, - გვეუბნება სერპა. სარეკლამო ინდუსტრიის ვარსკვლავი ბავშვობიდან ხატავს. ამბობს, რომ „შიში ყველაზე ცუდი მრჩეველია“; „სოციალური მედია და საღი აზრი არასექსუალური გახდა“, „სხვების მაგალითს არ უნდა დავეყრდნოთ, თავად უნდა ვცადოთ რაღაცები“ და ორი რამ უნდა დავიმახსოვროთ, კრეატიულ ინდუსტრიაში თუ გვინდა ყოფნა: „სიმარტივე“ და „არაპროგნოზირებადობა“.


მესამე დღეს სარეკლამო ინდუსტრიის შვეიცარიულ დანად წოდებული კენტარო კიმურა კრეატიული ალქიმიის პრინციპებზე გვესაუბრება. „კომბინაცია“, „გარდაქმნა“, „უკუღმა“, „რა იქნებოდა, რომ“ და „სიმართლე ფაქტის მიღმა“ - ეს ის ინგრედიენტებია, რომლითაც კრეატიული იდეები უნდა დაიბადოს. „ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმოძრაოთ ლოგიკასა და შემოქმედებითობას შორის, მოვნახოთ ბმულები, რასაც მშვენიერი იდეებისკენ მივყავართ“, - გვირჩია კენტარო კიმურამ.


Facebook-ის კრეატიული განყოფილების დირექტორმა, კიტი ლუნმა ბრენდისთვის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ბრენდებმა ადამიანებამდე უნდა მიიტანონ იდეები, რომლითაც მათთან კავშირს დაამყარებენ. დღესდღეობით კი, აუგმენტური რეალობის გამოყენება სთორების ფილტრებისა თუ ეფექტებისთვის, ამ მიზნის მისაღწევი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


შემდეგ კი იყო ჰერმან ვასკეს ფილმი „რატომ ვართ კრეატიულები“. ფილმი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ და შემოქმედებით ტვინებს გვაჩვენებს. ვიმ ვენდერსი, დევიდ ლინჩი, იოკო ონო, მარინა აბრამოვიჩი, ნიკ კეივი, დევიდ ბოუი და მსოფლიოს სხვა ვარსკვლავები შემოქმედებითი სფეროდან, პასუხობენ ერთადერთ, ერთი შეხედვით მარტივ კითხვას: „რატომ ხარ კრეატიული“? მათი პასუხები განსხვავებული და მოულოდნელია, ამიტომაც ფილმს აუცილბელად უნდა უყუროთ.


ტრადიციულად, პროგრამის მოსასმენი ნაწილი „მარკეტერის“ პანელით დასრულდა, სადაც სამი ბასუტმა, ირინა საყვარელიძემ და სერჯიო სპაკავენტამ, მოდერატორ აკო ახალაიასთან ერთად, „ამბების ძალაზე“ ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ე.წ. Human Stories არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი, რომელიც ბრენდმა აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ შეიძლება, გამოიყენოს.


წლევანდელი Ad Black Sea გრანდიოზული დაჯილდოებითა და არანაკლები After party-ით სრულდება.


მე კი, მიუხედავად რამდენიმე ჭიქა კოქტეილისა, თავიდან არ ამომდიოდა ერთ-ერთი ტოპ სპიკერის, Miami Ad School-ის დირექტორის, ნიკლას პრინგს-რუპის სიტყვები, რომ „შემოქმედებითი ინდუსტრია ყველაზე ამაღელვებელი სფეროა, რადგან აქ შეგიძლია, მოვლენები შეცვალო… ქცევა შეცვალო… მოკლედ რომ ვთქვათ, აქ საქმიანობა სუპერძალას გაძლევს“.


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.