თენგიზ პეტრიძეს, ბაგრატ მანველიძეს, ვლადაიმერ ხინთიბიძესა და ბექა ხალვაშს გათავისუფლების სანაცვლოდ 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.
ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, საფინანასო სამსახურის ყოფილი უფროსი არჩილ ვანაძე და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე.
სასამართლო დავა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხება. მერიის ყოფილი და მოქმედი შვიდი მაღალჩინოსანი სპეცოპერაციის შედეგად 2019 წლის 30 მაისს დააკავეს.