OPIC -მა ლიბერთი ბანკს $ 15 მლნ სესხი დაუმტკიცა

თბილისი, 25 სექტემბერი, 2019 - დღეს, OPIC-სა (Overseas Private Investment Corporation) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც ბანკი OPIC-ისგან მიიღებს 15 მილიონ აშშ დოლარს. 

ეს თანხა მოხმარდება ლიბერთი ბანკის ინფრასტუქტურის მოდერნიზაციას, რაც ასევე მოიცავს უახლესი მოდელის 500 ბანკომატის შეძენას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბებას წამყვან, უნივერსალურ ბანკად საქართველოში.


2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:


•             ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;


•             მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;


•             მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.


მენეჯმენტის გუნდი მიიჩნევს, რომ ლიბერთი ბანკის ქსელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე მოიცავს რთულად მისაწვდომ დასახლებულ პუნქტებს, ინკლუზიური საფინანსო სისტემის განმტკიცების საწინდარს წარმოადგენს.


‘მოხარული ვართ OPIC-თან თანამშრომლობის დაწყებით. ეს თანამშრომლობა დიდი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული  მიზნების მიღწევის გზაზე. ახალი თაობის ბანკომატების განთავსებით ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ციფრული საბანკო მომსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ნებისმიერ დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.


‘მინდა მადლობა გადავუხადო OPIC-ს  გამოხატული ნდობისათვის და ლიბერთი ბანკის გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყებას. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე და კონკურენტული ფინანსური სისტემის განვითარებას.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ. 


 ‘OPIC-ისთვის პატივია თანამშრომლობის დაწყება ლიბერთი ბანკთან. ეს თანამშრომლობა მიმართულია საქართველოში ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ. OPIC-ის სესხი მიზნად ისახავს ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად სარგებლობს საბანკო სექტორის მომსახურებით. ’- განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეთ ენჯელმა.


ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელოვნებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.


 


###


OPIC არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის თვით ფინანსირებადი სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს განახორციელონ ინვესტიციები განვითარებად ბაზრებში. OPIC შეიქმნა 1971 წელს და  მას შემდეგ   იგი ხელს უწყობს  ბიზნესებს დააზღვიონ მათი პოლიტიკური რისკები,  ეკონომიკურ წინსვლას განვითარებად ბაზრებზე და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიზნების მიღწევას აღნიშნულ ბაზრებზე. OPIC ეხმარება ამერიკულ კომპანიებს წამოიწყონ ბიზნესი განვითარებად ბაზრებში და დაიწყონ სტაბილური შემოსავლის გენერირება. OPIC-ს წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. OPIC-ის მისიაა უზრუნველყოს ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე, დააზღვიოს პოლიტიკური რისკები და მხარი დაუჭიროს პირდაპირი ინვესტიციების ფონდებს.


OPIC-ის დაფინანსება ხელმისაწვდომია არსებული და განვითარებადი ბიზნესებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ინვესტიციების განხორციელებას 160-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. OPIC სთავაზობს ფინანსირებას საბაზრო პირობებზე. სწორედ ამის გამო OPIC არის თვით ფინანსირებადი ორგანიზაცია და სახელმწიფო დაფინანსებაზე არ არის დამოკიდებული. OPIC-ის ყველა პროექტი ხორციელდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.


ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.