„2009 წელს, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს, მაშინდელი სამოქალაქო აქტივისტი დაჩი ცაგურია თქვენ ცანით სამართალდამრღვევად და მას შეუფარდეთ შესაბამისი სახდელი წვრილმანი ხულიგნობისთვის და ასევე პოლიციელის კანონიერი დაუმორჩილებლობისადმი. თქვენ როგორ აფასებთ დღეს დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გადაწყვეტილებას, რამდენად მიიღეთ ამ გადაწყვეტილებისას მხედველობაში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომელიც ეხება სწორედ გამოხატვის თავისუფლებას და ეხება შეკრებების და მანიფესტაციის უფლებებს და დღეს როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებებს?“, - ჰკითხა სოფო კილაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და ზოგადი შეფასებების გაკეთება სთხოვა.
სოფო კილაძე ასევე დაინტერესდა, გრძნობდა თუ არა იგი რაიმე ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან როგორც მოსამართლე იმ დროს, ან თუ უგრძვნია ოდესმე, ან თუ გაუგია სხვები განიცდიდნენ ზეწოლას, ან და საერთოდ, თუ გაუგია რომ ის ხელისუფლება ზოგადად ზეწოლას ახდენდა სასამართლოზე?
„თუ სწორად გამოვიტანე დასკვნა თქვენი ნათქვამიდან - გარანტიები არ იყო კანონმდებლობის დონეზე და ეს მოწყვლადს ხდიდა მოსამართლეს და უფრო ადვილად იყო შესაძლებელი, რომ მასზე ზეწოლა განხორციელებულიყო, ანუ ზოგადად მაინც თვლით რომ ხორციელდებოდა ზეწოლა სამოსამართლეო კორპუსზე? დაჩი ცაგურიასთან დაკავშირებით თქვენ მიიღეთ აბსოლუტურად პოლიტიკური ზეგავლენისგან დაცლილი კანონიერი გადაწყვეტილება? ეს არის თქვენი პასუხი?“, - განაცხადა სოფო კილაძემ.