შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებმა მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა ის მეხანძრეებს ამავე სოფელში გაჩენილი ხანძრას ჩაქრობაში უშლიდა ხელს.
"პოლიციელებმა ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც მეხანძრეებს მუშაობაში უშლიდა ხელს, რამდენჯერმე მოუწოდეს შეეწყვიტა მსგავსი ქმედება. მიუხედავად ამისა, ის მაინც აგრძელებდა ხელისშეშლას და მისი დაკავება გახდა საჭირო. მანქანაშიც აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას, რის გამოც პოლიციელმა დაკარგა მართვის ორინტაცია და მეორე მანქანას შეეჯახა", - ამბობენ უწყებაში.
ჯვარის სასწარაფო დახმარების ექიმი ამბობს, რომ მსუბუქად დაშავებული 3 პოლიციელი და ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე საქმე 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელების წინააღმდეგ მუქარას, ძალადობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.