ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოების პროტესტი და განსაკუთრებით პოლიტიკოსი ქალების საჯარო სოლიდარობაა საჭირო, რათა ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა დაიგმოს, ვინც პოლიტიკოსი ქალების შერცხვენასა და შანტაჟს ცდილობს.
"დღემდე, როგორც საჯარო, ისე პირად სფეროებში, ქალების შერცხვენის მთავარი იარაღი მათივე სექსუალობაა. ქალის სექსუალობის ქალების წინააღმდეგ გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია სექსუალური ხასიათის ვიდეოების ფარულად ჩაწერა და შემდეგ ონლაინ სივრცეში მათი გავრცელება, რომელიც მთავარ ტერორისტული აქტად იქცა დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპონენტი ქალების წინააღდეგ.
"ქალთა მოძრაობა" უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებთ ეკა ბესელიას და ყველა იმ ქალს, ვინც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მსხვერპლია!
ვთვლით, რომ საზოგადოების მკაფიო პროტესტია საჭირო იმაზე, რაც ხდება ეკა ბესელიას წინააღდეგ დღევანდელ პარლამენტში. ამიტომ, ვისაც გსურთ სოლიდარობა გამოხატოთ, 27 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შესასვლელთან. ასევე, ერთად დავგმოთ ყველა იმ პოლიტიკოსის ქცევა, ვინც მუდმივად ცდილობს პოლიტიკოსი ქალის შერცხვენას და შანტაჟს!
განსაკუთრებულად ველოდებით პოლიტიკოსი ქალების სოლიდარობის გამოხატვას საჯაროდ და გვაქვს იმედი, რომ ხვალ ჩვეს გვერდით ისინიც დადგებიან, პარტიული კუთვნილების მიუხედავდ!",- წერია ქალთა მოძრაობის განცხადებაში.
პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მირანდა ერემაძის მოსმენის დროს დაპირისპირება მოხდა. ვანო ზარდიაშვილმა სხდომაზე ეკა ბესელიას მორალი ახსენა, რასაც ბესელიას გაღიზიანება მოჰყვა და კოლეგას ხელით შეეხო.