"ცხადია, ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზაა საერთაშორისო წესები, კანონმდებლობა და რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. ამ სულისკვეთებით შედგა ეს შეხვედრა და სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, დღეს, ამ გადმოსახედიდან სწორედ 27 სექტემბერს უნდა გვესმოდეს, რომ ცივი, პრაგმატული პოლიტიკა და ერთადერთი პირობა, რომ ომი არ არის გამოსავალი არის ის პლატფორმა, საიდანაც უნდა ვესაუბროთ ყველას",- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებს შორის განხილვის მთავარი თეწმა ოკუპაცია იყო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვედრა აღარ გაუმართავთ, 2012 წლიდან შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მართავდა.