წულუკიანის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის შენარჩუნება.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეხვედრა. ჩვენი ევროპელი პარტნიორების რჩევა იყო, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულიყო. იმედი მაქვს, რომ ეს და სხვა შეხვედრები ხელს შეუწყობს საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის დეესკალაციას, რადგან ჩვენი მთავარი მიზანი არის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება დეოკუპაციის მიზნებისთვის და ასევე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენ სხვა არც მიზანი გვაქვს და არც გამოსავალი",- განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრებს შორის განხილვის მთავარი თეწმა ოკუპაცია იყო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვედრა აღარ გაუმართავთ, 2012 წლიდან შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მართავდა.