მისივე თქმით,სახელმწიფოს ამოცანაა, ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.
მინისტრის განმარტებით, რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში დიალოგი მისაღებია.
"გადაიდგა ძალიან სწორი ნაბიჯი. ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ და გადავდგამთ, რაც ემსახურება სახელმწიფის უზენაეს ინტერესებს. იმისთვის, რომ კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანად და ომის გარეშე, ყველა ნაბიჯია მისაღები. მზად ვართ, ყოველგვარი დიალოგისა და საუბრისათვის. ამასვე ვაკეთებთ ჟენევაში თუნდაც, რომ მოგვარდეს პრობლემები. როცა ვსაუბრობთ, ვიცით რა საკითხებზე და რისთვის ვსაუბრობთ. ძალიან ცხელი ზაფხული იყო, გრძელდება ძალიან მძიმე შეზღუდვები, არის ჰუმანიტარული პრობლემები. ჩვენ გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებით და არ ვიქნებით. გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც მოემსახურება, ან ცოტათი მაინც დაგვაახლოებს იმ ამოცანებთან, რომ ჰუმანიტარული პრობლემა გადავჭრათ და ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უკავშირდება",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.