Samsung Galaxy S20 პრეზენტაცია საქართველოში!

11 თებერვალს მოლოდინი დასრულდა და სამსუნგ გალაქსის ახალი S20 სერიის ფლაგმანი მოდელები ოფიციალურად წარსდგა მსოფლიო მომხმარებლის წინაშე.

სამსუნგის საქართველოს წარმომადგენლობამ ადგილობრივი პრეზენტაცია 25 თებერვალს გამართა ქართველი მომხმარებლისა და მედიისათვის და ახლოდან გაგვაცნო უახლესი მოდელები: Galaxy S20, Galaxy S20+, Galaxy S20 Ultra და Galaxy Z Flip.


ღონისძიება თბილისში, ივენთ ჰოლ „რესპუბლიკაში“ გაიმართა, სადაც ულამაზესი კოსმიური გარემო დაგვხვდა და გასაოცარი შოუთი გალაქტიკაში გვამოგზაურა. პრეზენტაციაზე, სამსუნგის წარმომადგენლებმა, დეტალურად ისაუბრეს ახალი მოდელების შესახებ, რის შემდეგაც სმარტფონების დატესტვისა და საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა.


წარმოდგენილი მოდელებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას Galaxy S20 Ultra სმარტფონში გამოყენებული რევოლუციუuრი კამერა იპყრობს. ის აღჭურვილია 108 MP მთავარი, 12 MP ულტრა-განიერი, TOF 3D კამერა უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის და რაც მთავარია 48 MP პერიოსკოპიული ტიპის ტელეფოტო კამერით. კამერების ასეთი წყობა ფოტო გადაღების არნახულ დეტალიზაციას, ფერების სიმკვეთრეს, იდეალურ დინამიურ დიაპაზონსა და კოსმიურ ზუმს გვპირდება.


Galaxy S20 Ultra-ს შესაძლებლობა აქვს გადაიღოს ვიდეოები 8K ფორმატში, რაც სმარტფონისთვის აქამდე წარმოუდგენელი იყო. S20 Ultra ერთადერთი სმარტფონია Space Zoom ფუნქციით, რომელიც გადასაღები ობიექტის 100-ჯერ მოახლოების საშუალებას იძლევა. ხოლო, ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობილი Single Take ფუნქციით, სმარტფონი ერთი კადრის გადაღებისას იყენებს ყველა კამერას და მომხმარებელს აჩვენებს განსხვავებული ტიპის და პერსპექტივის ფოტოებს და ასევე, ქმნის ეფექტურ კოლაჟს.


რაც შეეხება S20 სერიის სხვა მოდელებს, Galaxy S20 და Galaxy S20+ წარმოდგენილია 6.2 და 6.7 ინჩიანი უსაზღვრო ‘O’ ტიპის დინამიური AMOLED ეკრანებით, რომლებშიrც ასევე გამოყენებულია ეკრანის განახლების 120 Hz ტექნოლოგია. სმარტფონები აღჭურვილია 8 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით, ხოლო აკუმულატორის მოცულობა შესაბამისად 4,000 და 4,500 mAh შეადგენს. ორივე სმარტფონში გვხდება ახალი, Exynos 990-ის 7nm-იანი პროცესორები, რაც Samsung-ის პროგრამულ ოპტიმიზაციასთან ერთად მათ მსოფლიოში უსწრაფეს მოწყობილობებად აქცევს. Galaxy S20-ში წარმოდგენილია 3 მთავარი კამერა: 12 MP განიერი, 12 MP ულტრაგანიერი და 64 MP ტელეფოტო კამერა. რაც შეეხება Galaxy S20+ ს, მას დამატებული აქვს მე-4 TOF 3D კამერა, უკეთესი სიღრმის ეფექტისთვის (ფრონტალური კამერა 10MP). კამერების ასეთი შეთავსება მომხარებელს იდეალური ფოტოების და ვიდეოების გადაღების საშუალებას აძლევს ნებისმიერ გარემოში.


როგორც ჩანს, სამსუნგმა Galaxy S20 სერიის მოდელებში მისი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია მოახდინა და მომხმარებელს ტექნოლოგიური შესაძლებლობის პიკი შესთავაზა. წელს ჩვენ ვიხილეთ გალაქსის სმარტფონები, რომელთაც აქვთ არნახული სისწრაფე და ყველაზე მრავალფეროვანი და დახვეწილი კამერათა სისტემა.


რაც შეეხება კიდევ ერთ ინოვაციას, სამსუნგმა წელს განახლებული დაკეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი Galaxy Z Flip წარმოგვიდგინა, რომელიც გასაოცარ ვიზუალთან ერთად, ფლაგმანური მახასიათებლებით გამოირჩევა. მასში გამოიყენება ინოვაციური დასაკეცი მინის ეკრანი. აღჭურვილია Qualcomm-ის 7nm-იანი პროცესორით. სმარტფონის უნიკალური დიზაინი საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ „სელფი“ დისტანციურად და გავაჩეროთ ეკრანი და კამერა სასურველი დახრის კუთხით.


Galaxy S20 სერიის წინასწარი შეკვეთები საქართველოში 12 თებერვლიდან დაიწყო და 9 მარტამდე გაგრძელდება. ყველა, ვინც ამ პერიოდში განახორციელებს შეკვეთას, საჩუქრად მიიღებს Samsung Galaxy Buds+ ყურსასმენებს. წინასწარი შეკვეთის პერიოდშივე იმოქმედებს Trade-In აქცია, ანუ მომხმარებელს საშუალება ექნება შეაფასებინოს ძველი სმარტფონი და მიიღოს Galaxy S20 სერიის მოდელები განსაკუთრებულ ფასად. 13 მარტიდან კი Galaxy S20-ის სმარტფონები ოფიციალურად ჩაეშვება გაყიდვებში.


აქვე გვინდა შეგახსენოთ რომ, სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში თქვენ მოგემსახურებიან მხოლოდ სერთიფიცირებული ტექნიკოსები და დაზიანებული ნაწილები ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით. ოფიციალურ მოწყობილობებზე თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ სერვისზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე. ასე რომ, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.