შოთა გულბანი: ეროვნულმა ბანკმა სესხებზე ხელმისაწვდომობა შედარებით გაამარტივა

„ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტება გაამარტივა“, - ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გულბანი წერს, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და შეფასება უნდა ვიცოდეთ ამ ცვლილებებზე.


„არსობრივად რეგულაცია იგივე რჩება, ანუ მოქალაქე სესხს აიღებს იმ შემთხვევაში, თუ მას ვალდებულებებთან მიმართებით ადეკვატური შემოსავლები ექნება. ცვლილება შეეხო სესხის მომსახურების კოეფიციენტებს, რის საფუძველზეც სესხის აღება შედარებით უფრო მარტივი გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.


პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ სესხის მომსახურების კოეფიციენტები, აქამდე არსებული 4 კატეგორიის ნაცვლად, უკვე ორ კატეგორიად იქნება დაყოფილი, 1000 ლარს ქვემოთ შემოსავლის მქონდე ადამიანები მაქსიმუმ შემოსავლის 25%-ს აიღებენ ლარში, ხოლო უცხოურ ვალუტაში 20%-ს. 1000 ლარს ზემოთ შემოსავლის მქონე მოქალაქეები კი ლარში მაქსიმუმ შემოსავლის 50%-ის აღებას შეძლებენ, ხოლო უცხოურ ვალუტაში ხელფასის 30%-ის.


პირობითად, თუ ამჟამად ადამიანის თვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და მას უცხოურ ვალუტაში აქვს სესხი, ამ შემოსავლის მაქსიმუმ 25%-ს მიმართავს სესხის დასაფარად, ხოლო თუ მისი შემოსავალიც და სესხიც ერთსა და იმავე ვალუტაშია, მაშინ შემოსავლის მაქსიმუმ 35%-ის მიმართვა შეუძლია ყოველთვიურ ვალდებულებებზე. ამ ნაწილში სურათი დაახლოებით უცვლელია და ლარში - მაქსიმუმ, 25%, ხოლო დოლარში 20% ნარჩუნდება, თუმცა ცვლილებაა 1000 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეებისთვის, კერძოდ ამ კატეგორიის მსესხებლები შემოსავლის მაქსიმუმ 50%-ს მიმართავენ ყოველთვიურ ვალდებულებებში, რაც დღეს მოქმედი წესის თანახმად შესაძლებელია, თუ 4000 ლარზე მეტი გაქვს შემოსავალი.


კარგია ეს თუ ცუდი?


უფრო მეტად კარგია, ვინაიდან კრიზისულ პერიოდში მოქალაქე, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, სესხის აღებას ვეღარ შეძლებს მაღალი სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) გამო. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, ცხადია, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით გადაწყვიტა, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შედარებით გაემარტივებინა. ცხადია, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჭარბვალიანობის საკითხი შეიძლება დადგეს ისევ დღის წესრიგში, რადგან შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხები მაინც არ გაიცემა. აქ თავად ბანკების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოდის წინა პლანზე, რომლებმაც გონივრული და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები არ უნდა უგულებელყონ, როგორც ამას სებ-ის მიერ საბანკო რეგულაციების დაწესებამდე აკეთებდნენ.


გარდა ამისა, სესხის გამცემ სუბიექტებს მეტი თავისუფლება ენიჭებათ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლის პროცესში და შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება იმდენად მკაცრი და ზედმიწევნით გაწერილი. ეს უფრო მოქნილს გახდის საფინანსო ინსტიტუტებს სესხების გაცემის პროცესში, რაც ზოგადად ეკონომიკური აქტივობის შესანარჩუნებლად დადებითი ფაქტორია“, - წერს შოთა გულბანი.


ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის წესში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებებით სებ სესხის გაცემის წესს ამარტივებს, საუბარია ე.წ საბანკო რეგულაციებზე, რომელიც ძალაში 2019 წლის იანვარში შევიდა.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება, ანუ სესხის მომსახურებამ მომხმარებელს ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას, რადგან კრედიტი გაიცემა იმ პირებზე, ვისაც შესაბამისი შემოსავლები აქვს.


 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.