„ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც არის რამდენიმე მსხვილი და ასევე წვრილი სამკერვალო წარმოება ჩართული, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. მაქსიმალურად ვეცდებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, ფასი იქნება ხელმისაწვდომი.