გურამ ნიკოლაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნაციონალ პოლიტიკოსებს არ სიამოვნებთ ამგვარი ვერდიქტის მოსმენა, ამიტომაც არ იმჩნევენ გამოტანილ განაჩენს

„2020 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებულ ვერდიქტში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს ნომერ მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლების შელახვა დაადგინა“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ბლოგში.


  • როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ცხადია, რომ დღეს მოქმედ ნაციონალ პოლიტიკოსებს არ სიამოვნებთ ამგვარი ვერდიქტის მოსმენა. ამიტომაც ტოვებენ უყურადღებოდ და არ იმჩნევენ გამოტანილ განაჩენს.


„მათ მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნისას ახსოვთ დასავლეთი, მისი ის სტრუქტურები, რომლებიც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს უნდა დაეხმაროს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ხოლო რაც შეეხება ფუნდამენტურ დასავლურ ღირებულებებს, მათთვის ის სრულიად უცხოა. ხელისუფლებაში ყოფნისთანავე მათში იღვიძებს ბოლშევიკ წინაპართა სისხლის ყივილი, რომელიც ადამიანზე სახელმწიფოს ტოტალიტარული წნეხის მოთხოვნილებითაა გაჟღენთილი“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.


„გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ „ევროპული კონვენციის მეორე მუხლი დარღვეულია როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ლეტალური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ არეულობის დროს პატიმრები მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს გამოიყენებდნენ, თუმცა იმ ხარისხის ძალის გამოყენება, რასაც ადგილი ჰქონდა, არ წარმოადგენდა აბსოლუტურ აუცილებლობას. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს გამოჩნდა სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების არასათანადო დაგეგმვაში. ფაქტში, რომ ლეტალური ძალის გამოყენება იყო არაშერჩევითი და გადამეტებული და ასევე, იმიტომ, რომ მთავრობამ ვერ შეძლო, პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო მხარდაჭერის გაწევა პოლიციის ოპერაციის შემდეგ“.


როგორც გამოძიებითაა დადგენილი, „ე.წ. ციხის ბუნტს წინ უძღოდა 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი უფროსის, ბაჩანა ახალაიას, მხრიდან პატიმრების – გ.ა.-ს და ზ.ვ.-ს – სასტიკი ცემა, რამაც გამოიწვია პატიმრებში მღელვარება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მღელვარების ჩახშობისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ბაჩანა ახალაიას მიერ საქართველოს იუსტიციის მაშინდელ მინისტრთან შეთანხმებით და სპეცოპერაციის საერთო ხელმძღვანელობასაც ბაჩანა ახალაია ახორციელებდა იუსტიციის მაშინდელ მინისტრსა და მოადგილეებთან ერთად“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.


მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ერთიანმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნისას მოახერხა და ვითომ ქურდული მენტალიტეტისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა იმგვარად წარმართა, რომ მართლაც ევროპაც კი გააოცა.


„ვითომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მათ აირჩიეს გზა და შვეს მონსტრები, რომლებმაც საბოლოოდ შეიწირეს მათი მმართველობა. მიზანი ამართლებს საშუალებას - შუასაუკუნეების ამ მაქსიმიდან ევროპა დიდი ხანია გამოვიდა, მაგრამ ვერ გამოვიდნენ შუა საუკუნეების ქართველი ნეობოლშევიკები. ჩვენი ისტორიის ჟანრის კანონის თანახმად, ისინი დამარცხებისთანავე უნდა განადგურებულიყვნენ პოლიტიკურ ველზე, თუმცა, ბედის ირონიით, ისევ თანამედროვე დასავლურმა ჰუმანიზმმა უზრუნველყო მათი გადარჩენა.


არათუ პანდემიურ პროცესს ვერ გაუმკლავდა მაშინდელი ხელისუფლება, როგორადაც იგი ნათლავდა კრიმინალურ მენტალიტეტს, არამედ ისინი თავად გახდნენ მიმდინარე სეზონური გრიპის პანდემიად ქცევის წყარო. მათ არათუ დაიცვეს მოსახლეობა ძალადობისგან, თავად იქცნენ უდიდეს მოძალადეებად. საბედნიეროდ, პოლიტიკური კორონავირუსი ჩვენმა ქვეყანამ სამუდამოდ მოიხადა და ახლა მხოლოდ ბიოლოგიურ ვირუსს ებრძვის.


დასასრულ კი, რაც შეეხება ისტორიის ამ ფურცლის ხელმოცარულ გმირს, ბაჩო ახალაიას (რომლის გმირად დაბრუნებასაც ფუჭად ელიან პოლიტიკურ ველზე), მისი დატოვებული პოლიტიკური კვალი ბიოგრაფიული ვიკიპედიის მოკლე გვერდის სქოლიოში დაეტია:


1. ↑ ნაცემი პატიმარი შველას ითხოვს, Humanrights.ge, 27.03.2006.


2. ↑ სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას ციხეში ბუნტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, Humanrights.ge, 22.05.2006.


3. ↑ სოზარ სუბარმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სამხილი წარმოადგინა, Humanrights.ge, 08.06.2006.


4. ↑ ოპოზიცია გმობს ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას, სივილ ჯორჯია, 28.08.2009.


5. ↑ ბურუსით მოცული ციხის ინციდენტი, სივილ ჯორჯია, 03.04.2006.


6. ↑ ეუთო შეშფოთებულია ციხეში მომხდარი ინციდენტის გამო, სივილ ჯორჯია, 01.04.2006“, - წერს გურამ ნიკოლაშვილი.


ინფორმაციისთვის, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს სასჯელაღსრულების მეხუთე დაწესებულებაში არეულობის ჩახშობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ პატიმრების სიცოცხლის უფლება შეილახა.


გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ საქმეზე „კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მეორე მუხლის – ადამიანის სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „მეორე მუხლი დარღვეულია როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტში“.
 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.