მეუფე პეტრე: პატრიარქი და საპატრიარქო საერო კანონებზე მაღლა დგას! ეს არის ვაჭრობა აღდგომის დღესასწაულამდე

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) “2020NEWS“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსისგან გამოწვეულმა კრიზისულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, როგორ დგას საქარველოს პატრიარქი და საპატრიარქო საერო კანონებზე მაღლა.

მეუფე საპატრიაქოს საეკლესიო კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დებულების თანახად, საეკლესიო კანონები სახელმწიფოს გადაწყვეტილებებთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს.


მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკლესიაში “მკაცრ“ ნაბიჯებს იმიტომ არ დგამს, რომ მოვლენებს ჩამორჩა.


მეუფე პეტრე: ვერ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას, პრინციპულად იმის ფონზე, როცა პატრიარქის ხელმძღვანელობით, ბოლო, 31 ოქტობრის სინოდის სხდომამ მამა გიოგის გათავისუფლების წერილით მიმართა  სალომე ზურაბიშვილს და ხელისუფლებამ, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ამ დაფრანგულ ქალბატონს (გულისხმობს პრეზიდენტს)  საკუთარ თავზე ააღებინა პასუხისმგებლობა.


ეს ყოველივე ადასტურებს, რამდენად  ბინძურ გარიგებაშია, ციანიდის საქმიდან მოყოლებული დღემდე, ხელისუფლება და საპატრიარქო.


მათი ჩრდილოვანი, არაჯანსაღი ურთიერთობისა და კულუარული შეთანხმებების საკითხზე პროგნოზსს ვერ გავაკეთებ, თუმცა კარგს არაფერს ველოდები.


-მეუფე პეტრე, იმ პირობებში, როცა ქვეყნის მთელ  ტერიტორიაზე  საგანგებო მდგომარეობა,  საყოველთაო  კარანტინი  და კომენდანტის  საათი  მოქმედებს,  უნდა შეიკრიბოს თუ არა ხალხი  ეკლესიაში აღდგომის ღამეს?


-ჩემი პოზიცია არის სახარებისეული. ღმერთი არის სული და თაყვანისცემა ღვთისა სულისა და ჭეშმარიტებით უნდა იყოს გამოხატული, ანუ ადამიანი თავის გულში უნდა იყოს მატარებელი ღვთისა და ღვთიური მადლისა. ეს მადლის მოხვეჭა და ღვთის დიდება, რა თქმა  უნდა,  შესაძლებელია  სახლიდან. უამრავი  შეთხვევა  გვაქვს  ბიბლიაში,  სადაც წერია,  რომ  სიფრთხილე  აუცილებელია.


აქ რასაც ვხედავთ, რომ ხდება, პირადად მე პატრიარქსა და დღევანდელი საპატრიარქოს პოზიციას პოლიტიკურ გადაწვეტილებად შევაფასებდი.  ვფიქრობ,  ეს არის ვაჭრობა აღდგომის დღესასწაულამდე.


-რას გულისხმობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში?


-პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვგულისხმობ იმ განცხადებებსა და პოზიციას, რაც დღემდე საპატრიარქოს ბოლომდე გაურკვევლი აქვს. ასეთი პოზიციით მრევლის ძალიან დიდი ნაწილი დაბნეული და გაურკვევლობაშია.


-კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კონსტანტინოპოლის საბერძნეთის, რუსეთის  და სხვა ქვეყნების ეკლესიებში ღვთისმსახურება შეზღუდეს და საეკლესიო რიტუალის შესრულების კუთხით, მკაცრი ზომები დააწესეს. რატომ არ მიმართავს საქართველოს ეკლესია იგივე ზომებს?


-საქართველოს ეკლესია დღევანდელი მისი წინამძღოლის სახით, ყველაფერს ჩამორჩა. საქართველოს ეკლესიაში ყველაზე გვიან შეიკრიბა სინოდი და დღემდე აქვს დაფიქსირებული  ისეთი პოზიცია, რომელიც კორექტირებას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად საჭიროებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია,  წინდახედულობას ვერ იჩენს ან რეალობას ჩამორჩა, რაც სამწუხარო და გამოსასწორებელია.


-როგორ გესახებათ ამ რეალობის გამოსწორება?


-ამ ეტაპზე ვითარების გამოსწორება მესახება 2019 წლის 31 ოქტომბერის სინოდის სხდომის გაგრძელებით. დღემდე ვარ მზად, კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ჩემი ბრალდება რჯულის უზენაესობით დავამტკიცო. პატრიარქი დადგა საეკლესო კანონებზე მაღლა, მაშინ, როცა მოსაყდრე უკანონოდ დაასახელა.


ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ პატრიარქი და საპატრიარქო საერო კანონებზე მაღლა დგას. ეს მაშინ, როცა დებულების თანახმად, საეკლესიო კანონები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სახელმწიფოს გადაწვეტილებებთან. თუ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გადაწვეტილებები ღვთის ღინააღმდეგ  არ არის მიმართული.


ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობაში მიღებული კანონები არის არამართლმადიდებლური. როდესაც ეკლესია კანონებს არ ეთანხმება და ძალის დემონსტირებას ეწევა მისი რადიკალური მიმდვრების სახით, ეს პოლიტიკაა და არა ქრისტიანობა.


წყარო


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.