მინისტრის განხადებით, რომ "ტელესკოლა" და ონლაინსწავლება არის გარანტი იმისა, რომ სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება.
"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ, გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი გამოწვევების დაძლევაში საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად არის შეფასებული მსოფლიოში. განსაკუთრებით გამოყოფილია პროექტი "ტელესკოლა", რომელიც იძლევა ხელმისაწვდომობის გარანტიას, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა მოსწავლეებს ინტერნეტზე წვდომა", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქართველოში დისტანციური სწავლების მოდელისთვის პროგრამებისა და აპების შემუშავებაში არის ჩართული.