გიორგი ცუცქირიძე: სავსებით სწორია მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების ახალი 2-მილიარდიანი პაკეტი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

„სავსებით სწორია მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების ახალი 2-მილიარდიანი პაკეტი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, რაც საკრედიტო-საგარანტიო სქემების გამოყენებას ითვალისწინებს პოსტკრიზისულ პერიოდში“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით,  ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეგატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანსს პოსტკრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო.


სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


„ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანსს პოსტკრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო.  ჩვენ გვჭირდება მაღალშემოსავლიანი და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარება, რაც სახელმწიფო პროგრამების გარეშე, უბრალოდ, ვერ გამოვა, და არც არსად გამოსულა მხოლოდ კომერციული კრედიტით, განათლების და სხვა სტრუქტურული რეფორმის გარეშე. ეს დამტკიცდა არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, იაპონიასა ან გერმანიაში, არამედ, თუ გნებავთ, ჩეხეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში.  ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ინოვაციური ეკონომიკა, რომელიც სხვა ტიპის სტარტაპების მოდელებით ფინანსირდება, ვიდრე მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ დღევანდელი კომპონენტებია, სადაც მიუხედავად სახელმწიფოს შეხიდებისა საბანკო პროცენტში, მაინც მთლიანად კომერციულ საბანკო დაფინანსებაზეა დაფუძნებული და შესაბამისად, ბანკების მხრიდან დაფინანსების მთავარი ფაქტორი მაინც უზრუნველყოფაზე გადის. ახალ სამთავრობო სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, რაც შიდა მოთხოვნის სტიმულირების, იმპორტ ჩანაცვლების, ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. მცდარია მოსაზრება, რომ ახლა დასავლური კაპიტალი ჩინეთიდან სრულ რეალოკაციას მოახდენს. ჩვენთან გადმომისამართდება მხოლოდ კიდევ უფრო დაწეული გადასახადებისა და დაბალი ანაზღაურების გამო, რაც არის სრული აბსურდი, რადგან გადასახადებით ჩვენ ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ამასთან დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალა არის დაბალკვალიფიციურიც ამავდროულად. ჩინეთიდან საწარმოო სიმძლავრეების აქ გადმოტანა სულაც არ სჭირდება შედარებით დაბალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვებას დღესაც, თუ ამის სურვილი გაქვს. სამწუხაროდ, სწორედ ამ ნეოლიბერალური და გამრუდებული პარადიგმის ტირაჟირება ცალკეული ოპოექსპერტების თუ მედიასაშუალებებით კვლავ გრძელდება. რაც მთავარია, ის ავტომატურად მიაბეს ინვესტიციებსაც იმის მაგივრად, რომ შედარებით მაღალტექნოლოგიურ, საინვესტიციო მიმართულებებზე და განათლების ძირეულ რეფორმაზე იყოს აქცენტები გადატანილი, რაც ხელს შეუწყობს ადამიანისეული კაპიტალის განვითარებას და შესაბამისად, ხარისხიანი ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. ქვეყანა უნდა ეცადოს, აწარმოოს ის პროდუქცია და მომსახურება რისი რესურსიც აქვს ან გარკვეულ შეფარდებით უპირატესობას ფლობს, გინდა მატერიალური და ადამიანისეული და თუ გნებავთ, ფინანსური თვალსაზრისით (კაპიტალის ბაზრის განვითარება და ა.შ.). მაგალითად, უნდა აწარმოო ლუდი, სამედიცინო პროდუქცია თუ ტექსტილი, რაც სულაც არ ნიშნავს რომ უცხოური არ უნდა შემოიტანო, ან არ მიმართო ფრანჩაიზინგის სტრატეგიას, რაც მხოლოდ „ვენდის“ და „მაკდონალდის“ ქსელები არ არის. იგივე შეგიძლია გააკეთო სასურსათო უზრუნველყოფის მიმართულებით აგროსექტორში, ოღონდ თანამედროვე სასათბურე მეურნეობების, გადამამუშავებელი და შემნახველი სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით. სახელმწიფო პროგრამების „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ოღონდ გაფართოებული და სახეშეცვლილი საბანკო დაფინანსების გზით, თუნდაც საკრედიტო საგარანტიო სქემების აქტიური გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში წარმატებით შეგიძლია მოახდინო აგროინდუსტრიის დაკავშირება ტურიზმის სექტორთან, ოღონდ თავად ტურიზმის ინფრასტრუქტურა უნდა შეცვალო და მხოლოდ მონტე-კარლოს გასართობი ე.წ. აზიური დუბლიკატი არ გააკეთო, რეკრეაციული და სოფლის ტურიზმის გაცილებით აქტიური მხარდაჭერით, რაც ბევრ სასარგებლო ინოვაციურ პროდუქტსაც მოიცავს, ვიდრე კაზინოები და სხვა მსგავსი გასართობი კლუბებია და შესაბამისად ზრდის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეალურ დამატებულ ღირებულებას. ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს პანდემიაც გადაივლის ავად თუ კარგად, მაგრამ მხოლოდ განათლებაზე და რაც მთავარია, დამატებულ ღირებულებაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის კეთილდღეობისა და თვითკმარობის არა ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და ადამიანისეული კაპიტალის განვითარება დაგვეხმარება პოსტკრიზისულ პერიოდში შესაძლებლობების აქტიურ გამოყენებასა და სწრაფ გაჯანსაღებაში“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.