Neweurope: ავღანეთში ნატოს მისიების ფარგლებში საქართველო აგზავნის უფრო მეტ მებრძოლს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა

„მაშინ, როცა ნატოს ერთიანობას საფრთხე ემუქრება, ხოლო ევროპელ მოკავშირეთა უმრავლესობა ძალიან ცოტას ხარჯავს თავდაცვაზე, საქართველო ითვლება ნატოს ოპერაციებში მონაწილე ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად. ავღანეთში ნატოს მისიების ფარგლებში საქართველო, სულ მოსახლეზე კოეფიციენტის გათვლით, აგზავნის უფრო მეტ მებრძოლს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა”, - წერს ბრიტანეთის ყოფილი მაღლჩინოსანი, ევროპარლამენტში ბრიტანელი „კონსერვატორების“ ყოფილი ლიდერი ჯეფრი ვან ორდენი Neweurope-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „საქართველო არის პირველი ევროპელი მეგობარი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრიტანეთს ბრექსიტის შემდგომ პერიოდში“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, თბილისის პროდასავლური მთავრობა მტკიცედ მიიწევს ნატოს მიერ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისკენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ამ მიზანს იზიარებს როგორც მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია, ისე ფართო საზოგადოება, რომლის 80% მხარს უჭერს ნატოს წევრობას.


„მართალია, დასავლეთის უმსხვილეს სამხედრო ალიანსში პატარა ქვეყნის შესვლა (რომლის ტერიტორიის 20% 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ არის უკანონოდ ოკუპირებული) არარეალისტურად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი აქტიურად მიიწევს წინ. 2019 წლის ოქტომბერში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე ბათუმში გადაწყდა ეგრეთწოდებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლება, რომელიც უკვე 5 წელია ხორციელდება. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ალიანსის მხარდაჭერის გაზრდას, მათ შორის სანაპიროს დაცვის პერსონალისთვის ტრენინგების ჩატარების და საქართველოს საპატრულო გემებსა და ნატოს მუდმივ სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესების მხრივ” - ნათქვამია სტატიაში.


აქვე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობა ახლახან შეუერთდა ნატოს კიბერუსაფრთხოების პლატფორმას (ფინეთის შემდეგ მე-2 ნატოს არაწევრი ქვეყანა), რაც დამთხვევა არ არის.


„თბილისი იმყოფება რუსეთის მხრიდან არა მხოლოდ ტერიტორიული აგრესიის, არამედ კიბერშეტევების და დეზინფორმაციის წინა ხაზზეც. საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრთან, ისე აშშ-ის დაზვერვის სამსახურებთან, რის შედეგად დადასტურდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ონლაინ ეკოსისტემის ნაწილების დაზიანების მცდელობები. სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირდაპირ მოუწოდა ბრიტანეთს და სხვა პარტნიორებს ნატოში უფრო აქტიური და თანმიმდევრული მოქმედებისკენ საქართველოს უსაფრთხოების მხარდასაჭერად. გახარიას თანახმად, „საქართველო, თავისი გეოგრაფიის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ორიენტირების და დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნების მიმართ დადასტურებული ერთგულების წყალობით, წარმოადგენს ნატოს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს“, - წერს სტატიის ავტორი ჯეფრი ვან ორდენი.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.