5 „არა“ იმისთვის, რომ ბიჭს მოეწონო

მამაკაცისთვის თავის მოსაწონებლად ქალი ბევრ რამეზეა წამსვლელი - შედგეს ქუსლებზე, ისწავლოს ცხობა, მასთან ერთად უყუროს „უინტერესო სერიალს“. მაგრამ ზოგჯერ მოსახიბლად საკმარისია, უბრალოდ, რაღაცები არ გააკეთო.

 
 

არ მოინდომო ზომაზე მეტად


თუნდაც ის ახალგაზრდა ბრედ პიტს გაგონებდეს, ასდიოდეს თავბრუდამხვევი პარფიუმის სურნელი და მარტოობისგანაც ძალიან შეწუხებულიიყო, საკუთარი თავი ხელში უნდა აიყვანო!


შეცდომა №1 - ახალგაცნობილთან ზედმეტად გაპრანჭვა და გამომწვევი ფლირტი.
ასეთი ქცევა მამაკაცის დემოტივატორია. შეიძლება ერთჯერად ურთიერთობაზე სიამოვნებით წამოვიდეს, თუმცა სერიოზულის იმედი ნუ გექნეათ.


არ ილაპარაკო პრობლემებზე


ეს ყოვლად უადგილოა. დაუკვირდი - არც შენ მოგინდება საკუთარ ცხოვრებაში ისეთი ადამიანის შეშვება, რომელსაც პრობლემები აქვს და თან ამაზე წუწუნებს.


თუკი ახლა ბევრი რამ გაწუხებს - სამსახურში, მშობლებთან ურთიერთობაში და ა.შ. - და ნებისმიერი თემის განხილვა მაინც შენს პრობლემებთან მიდის, მაშინ იქნებ ჯერ საკუთარ თავში გაერკვე.
ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს თემები, რომლებსაც არც კი უნდა შეეხო რომანტიკულ პაემანზე. ესენია: ვალი და კრედიტი, ქრონიკული ავადმყოფობები და ოპერაციები, განშორება და ქონების გაყოფა, ბავშვობის ფსიქოტრავმები, წარუმეტებლობები და, ყველაზე მთავარი - ყოფილები.


თუ სწორედ ამ თემების განხილვას აპირებდი და სხვა არაფერი მოგდის თავში, მაშინ, უბრლოდ, ნუ ილაპარაკებ და მას დაუსვი შეკითხვები - ინტერესებზე, მეგობრებზე, მოგზაურობაზე, სამსახურზე... და გულდასმით უსმინე. ეს ყველას მოსწონს.



არ მოექცე მისი გემოვნების გავლენის ქვეშ


შესაძლოა, ვიღაცისგან გაიგე, რომ თურმე შენს სიმპათიას მაღალი ქუსლებზე შემდგარი ქერა გოგოები მოსწონს. არადა შენ მუქთმიანი ხარ და კომფორტულად, ქუსლებზე მეტად, კეტებში გრძნობ თავს. ჰოდა, ადექი და იმის გემოვნებას მიუახლოვდი - თმა გადაიღებე, კეტები გაიხადე... მერე რა? ის, რომ მას შენ კი არ მოეწონები, მოეწონება შენი იმიჯი, რომელიც ფარსია. წარმოიდგინე, რამხელა იქნება იმედგაცრუება, თუკი საქმე სერიოზულად განვითარდება და სადღაც ბოლოსკენ გაიგებს, რომ სულ სხვანაირი ხარ.


ასე რომ, 100%-იანი სიყვარული არის ის, როცა უყვარხარ შენ და არა შენი იმიჯი.
და სხვათა შორის, კაცების გაერგნული ქცევაც ხშირად არ ემთხვევა მათ რეალურ განწყობებს - ხდება, როცა ბიჭი მხოლოდ მოდელივით გოგოებთან აბამს ფლირტს, მაგრამ ცოლად ჭკვიან, კეთილშობილ და მხიარული ფუმფულას ირთავს.



არ შეგაშინოს მისმა შეფასებამ


პირველი პაემანი ყოველთვის ემიცოურია. მაგრამ თუკი ზედმეტად ნერვიულობ, არ იცი, ხელები სად წაიღო - მაგიდას ჩამოაყრდნო თუ მუცელთან გადაიჯვარედინო, რომ პატარა ღიპი დაიმალო და, საერთოდაც, ერთი სული გაქვს, ამ „გამოცდიდან“ გაიქცე, იცოდე, დაკომპლექსებული ადამიანის შთაბეჭდილებას დატოვებ. ეს კი ბიჭს აფიქრებინებს, რომ მზად არ ხარ ურთიერთობისთვის და დროს ტყუილად კარგავს.



იმისთვის რომ თავდაჯერებულობა იგრძნოთ, სულაც არ არის საჭირო მაკორექტირებელი თეთრეული ან ახალი, საგანგებო ვარცხნილობა.
საჭიროა ფოკუსი შეიცვალოთ და კონცენტრირდეთ არა იმაზე, თქვენ როგორ შეგაფასებენ, არამედ საპირისპიროზე - თქვენ როოგორ შეაფასებთ პოტენციურ ბოიფრენდს.



ყველა გოგო, რატომღაც, აპრიორი მიიჩნევს, რომ მთავარია, ბიჭს მოეწონოს, მაგრამ ეს საფუძველშივე მცდარი შეხედულებაა. როცა გოგო თავად მოირგებს „შემფასებლის“ როლს, დაინახავს, როგორი ენერგიით შეუდგება ბიჭი მის მოხიბვლას.



არ დაუჯერო ურთიერთობის ქოუჩებს


"ურთიერთობის მასწავლებლები“ ბევრ რჩევას იძლევიან, მაგალითად: „მამაკაცი მაშინ აფასებს ქალს, როცა მისთვის მატერიალურად იხარჯება“, ან „არ დათანხმდე პაემანს, თუკი შეხვედრა წინა დღეს გთხოვა და არა ერთი კვირით ადრე“, ან „ერთდორულად რამოდენიმე მამაკაცს უნდა ხვდებოდე“, ან „გააოცე შენი სექსუალური ცოდნით და ამისთვის სახლში საგანგებოდ ივარჯიშე“...



ნებისმიერი რჩევა მაშინ „მუშაობს“, როცა ის შენს ხასიათსა და პრონციპებს შეესაბამება. ასე რომ, თუკი ახალგაცნობილ ადამიანთან სექსისთვის მზად არ ხარ, მაშინ თავი შეიკავე და ეს „კარანტინი“ იმდენხანს გაჭიმე, რამდენიც შენ გსურს.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.