"ბევრ სატანჯველ დღეებს გავდივართ, მაგრამ არასოდეს არ დანებდე"

ბევრ სატანჯველ დღეებს გავდივართ, მაგრამ… არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, გესმის? არასოდეს არ დანებდე…“ – ასე ამხნევებს დედა ერთი წლის ალექსს.

 


"ემოციურად ძალიან რთულ გზას გავდივართ. ნათიამ ექიმთან გადამოწმების მიზნით მიიყვანა და სრულიად შემთხვევით ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. ჩვენს თვალწინ უარესდებოდა ბავშვის მდგომარეობა. სწრაფად პროგრესირებდა სიმსივნე.


იმ დროს გვიწევდა აუცილებელი პროცედურების გავლა, უამრავი დრო და ნერვი წაიღო ანალიზის პასუხების ლოდინმა, პატარას ღამე უძილობა დაუწყო, ტიროდა, თავისი მდგომარეობა აწუხებდა. გადავწყვიტეთ მისი კლინიკაში გადაყვანა. პირველი ქიმიის კურსი საქართველოში გავუკეთეთ. გარდა იმისა, რომ რთული დიაგნოზი დაუსვეს, იშვიათიცაა – ღვიძლზე რაბდოიდური სიმსივნე.


იმის გამო, რომ ეს იშვიათი დაავადებაა და ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის ნაკლები პრაქტიკაა, ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანა გადავწყვიტეთ – იქ, სადაც ამ დიაგნოზს წარმატებულად კურნავენ. ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული ნაბიჯი ბავშვის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყო.


ჩვენ ამ კლინიკაში დიტო ცინცაძის ფონდის რეკომენდაციით მოვხვდით და გაგვიმართლა, კარგი ონკოლოგი გვყავს, რომელმაც შედეგი დადო. ქიმიოთერაპიის მეხუთე კურსს მალე გაიკეთებს ალექსი და მერე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც აღმოჩნდა, ალექსს დიდი ე.წ. სოლიდური სიმსივნე აქვს. ამიტომ, ბავშვს ღვიძლიდან მკვდარ უჯრედებს ამოუღებენ.


შესაძლოა, ალექსის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩვენი – მშობლების განწყობა, უამრავი ადამიანის მხარდაჭერაც მოქმედებს. არ ვიცი, ამდენი ადამიანის სიკეთეს როგორ გადავიხდით. ხანდახან ფილმში გვგონია თავი. იყო დრო, როცა მსგავს პრობლემებზე სატელევიზიო სიუჟეტები თავად მომიმზადებია…


მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ ენერგია ალექსს მივცეთ, მაგრამ ისე გამოდის, რომ თვითონ უძლებს და თავად გვავსებს ოპტიმიზმითა და იმედით. მას ქიმიოთერაპიის შემდეგ, ბოლომდე თმაც კი არ გასცვენია.


არ ვიცით, როგორ და რანაირად ახერხებს, მაგრამ აქვს კრიზისი, გაუჭირდება და მერე უცებ დგება. ახლა ალექსი წლის და სამი თვისაა, თავის ენაზე გვესაუბრება, გავლას ცდილობს. ვფიქრობ, უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე – საუბრობს.


ახლა, კორონავირუსის გამო თურქეთში კრიზისული მდგომარეობაა. კლინიკაში, სადაც ალექსს მკურნალობენ ყოველდღიურად მოჰყავთ პაციენტები. არანაირი ბარიერი და წინააღმდეგობა არ არსებობს, ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ.


ზოგადად, თურქეთში პანდემიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. სხვადასხვა ადგილებში, სადაც წასვლა მომიწია, სხვადასხვა განწყობებია. პარასკევს საღამოდან კომენდანტის საათია გამოცხადებული. მაღაზიებში რიგებიც კი არ ყოფილა. იქ, სადაც ჩვენ ვართ, კლინიკასთან ახლოს, არც კი იგრძნობა დაძაბული სიტუაცია. თურქეთი გვიან შევიდა ამ ბრძოლაში. როგორც საქართველოშია, აქაც არ შეიძლება ავტომანქანაში მძღოლის გვერდით ჯდომა.


ჩვენს დასახლებაში დაცვაა და ვინც შედის ან გადის, ყველას ტემპერატურას უზომავენ. ქალაქი გაჩერებულია, არაფერი მუშაობს. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის და ყველა საჭირო ზომა მიღებულია, კონტროლის პუნქტები მოქმედებს. ზოგადად, კანონმორჩილი ხალხია და მრჩება შთაბეჭდილება, რომ რეკომენდაციებს კარგად ასრულებენ. პანიკის ფონი ვერ შევამჩნიე. მედია აქაც ისეთივე ჩართულია, როგორც – დანარჩენ მსოფლიოში. არსებულ ვითარებაზე საზოგადოება მუდმივად ინფორმირებულია.


ჩვენ ორმაგ კარანტინში ვართ. ჩვენთვის გარეთ გასვლა კლინიკიდან გამოსვლაა. იმდენად გადართულები ვართ ალექსის მდგომარეობაზე, რომ თავიდან დრამატულად ვერც კი აღვიქვამდით. პირველ რიგში, ბავშვზე ვფიქრობთ, მას იმუნიტეტი დასუსტებული აქვს. ნებისმიერი საფრთხე შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამიტომ, ყველა წესს ზედმიწევნით ვიცავთ.


მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას – უცნობებს, ახლობლებს, კოლეგებს. ვეცდებით, ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ სხვების დახმარებაში. ძალიან დამთრგუნველია, როცა ელოდები ვიღაცის გამარჯვებას კონკრეტულ პრობლემაზე და იგებ, რომ დამარცხდა. ბედნიერებაა, როცა ვიგებთ, რომ ვიღაცამ ყველა დაბრკოლება გადალახა.


ჩვენს კლინიკაში ქართველები გავიცანით. მითხრეს, რომ 8 წლის განმავლობაში მკურნალობდნენ, იბრძოდნენ და ყველაფერი მათი გამარჯვებით დასრულდა. სიმსივნე განაჩენი არაა, ეს ცარიელი სიტყვები არ ყოფილა. ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყველას ვურჩევ, პირველ რიგში, თქვენი შვილის დაიჯერეთ. ჩვენ ალექსის გვჯერა…“ – ამბობს ბექა პატურაშვილი.


წყარო


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.