მაჩაიძის მიმართვა ქართველ ექიმებს: თქვენი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ამერიკის სტივენ ჰოპკინსის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმი მამუკა მაჩაიძე ქართველ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭრას უცხადებს და სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

მაჩაიძის სტატუსში აღნიშნულია, რომ ექიმების პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი აღნიშნავს, რომ პაციენტების დაცვა ექიმებს კლინიკის გარეთაც ევალებათ და რეალური საფრთხის დროს მყისიერი მოქმედებაა საჭირო.


"ჩემო ძვირფასო კოლეგებო, შეიძლება საქართველოდან ასე ჩანს რომ ჩვენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ექიმებმა "თავს ვუშველეთ" აქ წამოსვლით, მაგრამ ღმერთმა უწყის, რომ გულით და სულით მანდ ვართ; მხოლოდ იმიტომ რომ, საბედნიეროდ, მანამდე გამოვცადეთ ჩვენს თავზე ეს საშინელება ვიდრე თქვენამდე მოაღწევდა, ზუსტად ვიცით რა მოელის ჩვენს პატარა ქვეყანას და რამხელა საფრთხის ქვეშ ხართ პირველ რიგში თქვენ, ვკადნიერდები რომ გთხოვოთ:


ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, მოქალაქეობრივი თვითშეგნების გარდა, პროფესიული პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!


მე კარგად მესმის რომ ისედაც დაბეჩავებულ, დასუსტებულ და ხშირად მანკიერ სისტემაში გიწევთ მუშაობა, სადაც თქვენი აზრის დაფიქსირება შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, მაგრამ ახლა, როდესაც დღესავით არის ნათელი სად გადის ზღვარი სწორ ქცევასა და კომფორმიზმს შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!


ეს სენი არ დატოვებს არცერთ სპეციალობას, რომელსაც არ შეეხება, უკვე რამდენიმე კვირაა ბნელ ოთახში ვაცეცებთ ხელებს და რამდენი ნაღმია ოთახში, იმასაც კი ვერ ვხედავთ. შეიძლება სულ მალე ორთოპედებს თერაპევტობა მოგიწიოთ, ონკოლოგებს ინტენსივისტობა; ეს რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!


თქვენ გაქვთ უფლება, რომ იყოთ სათანადოდ დაცული, მიუხედავად იმისა, რომელ კლინიკას წარმოადგენთ; თქვენ ხართ ჯარისკაცები ამ ომში და გჭირდებათ აღჭურვილობა, შიდა წრეებში ამის განხილვა საკმარისი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!


ჩვენ პაციენტების დაცვა არა მხოლოდ კლინიკებში და სტაციონარში, არამედ მის გარეთაც გვევალება და, როდესაც რეალურ საფრთხეს ვხედავთ, მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ რომ ეს საფრთხე პაციენტს თავიდან ავაცილოთ. რათქმაუნდა პანდემია გადაივლის, რათქმაუნდა, როგორც ერი, ჩვენ გადავრჩებით, მაგრამ იგივე საქართველოში აღარ გავიღვიძებთ და ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედავთ, რადგან ვიცოდით საფრთხის შესახებ და არაფერი მოვიმოქმედეთ. ამიტომ გთხოვთ, მიმართეთ მთავრობას საერთო განცხადებით, რომ უზრუნველყოს საგანგებო მდგომარეობის აღსრულება გამონაკლისის გარეშე, მათ შორის ეკლესიებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.


როდესაც ბევრნი ვიქნებით, მეტი შანსი იქნება რომ მოგვისმინონ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
პატივისცემით", - ნათქვამია მამუკა მაჩაიძის გავრცელებულ მიმართვაში.


ცნობისთვის, საქართველელოში კორონავირუსის შიდაგადადების ფაზა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი დღეში გამოვლენილ ასეულ ახალ შემთხვევას ვერ გაუძებს.


სპეციალისტები ადამიანებს მოუწოდებენ, ურჩევენ და სთხოვენ რომ დარჩნენ სახლში. ამასთან საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, საქართველოში აღდგომას ღვთისმსახურება ჩვუელებრივ აღებვლინება და ტაძრის კარი არ დაიკეტება.


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ უნდა აღიჭურვოს სამედიცინო პერსონალი სტივენ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრის ექიმის აზრით?


"არ გვჭირდება ექიმებს აპლოდისმენტები, უბრალოდ ნუ მოგვკლავთ - თითოეული დაკარგული პაციენტი თითო სიკვდილია..."


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.