"ლევანი მოქმედებს მაცხოვრის პრინციპით, ეძიებდე და ჰპოვებდე" - ცოტა რამ ახალგაზრდა ექიმ ლევან რატიანის შესახებ

გენეტიკოსი ჯემალ რატიანი სოცილურ ქსელში ექიმ ლევან რატიანზე წერს. "დაიჯესტი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ლევან რატიანი დაიბადა 1982 წელს სოფელ პატარა ფოთში (ხობის რაიონი), ექიმის ოჯახში. 1989 წელს იგი მშობლებმა შეიყვანეს ამავე სოფლის საშუალო სკოლაში, ხოლო შემდეგ დამამთავრებელ წლებში მან სწავლა განაგრძო ქ. ფოთის II გიმნაზიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2000 წელს.


2001-2008 წლებში ლევანი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა. სტუდენტობის წლებში იყო სახელობითი სტიპენდიანტი. 2013 წელს იცავს სადოქტორო დისარტაციას მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. არის მედიცინის პროფესორი, 30-მდე სამეცნიერო-პოპულარული სტატიისა და სამი მონოგრაფიის ავტორი. მისი პრაქტიკული საქმიანობა მოიცავს წლებს და გავლილ გზას სასწრაფო დახმარების რიგითი ექიმიდან თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კლინიკის გენერალურ დირექტორობამდე.


ლევანს ყავს მშობლები ერთი და და, მეუღლე და სამი შვილი.


დედა - მარინა გვასალია, პროფესიით მასწავლებელი, მუშაობს სოფელ პატარა ფოთის საშუალო სკოლაში;
მამა - რევაზ რატიანი, პროფესიით მშენებელი.
ლევანს გააჩნია სახელოვანი წინაპრები:


დიდი ბაბუა - გიორგი რატიანი, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა კონსტანტინოპოლის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქვეყანაში არსებული „რთული“ მდგომარეობიდან გამომდინარე მან ანაფორა გაიხადა და სწავლა განაგრძო ხარკოვის სამედიცინო სამხედრო სასწავლებელში, სადაც მიიღო სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია. შემდეგ ის ბრუნდება საქართველოში და ქმნის ოჯახს და 50 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურება როგორც ექიმი აბაშისა და სენაკის მოსახლეობას. მისი მეუღლე ფედოსია ესაკია-რატიანი ასევე სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდა, იყო ექთანი.


ბაბუა - პლატონ რატიანი, წლების განმავლობაში მუშაობდა მკურნალ ექიმად ქ. ფოთის სამალარიო სადგურში. სხვა სპეციალისტებთან ერთად მისი უშუალო და აქტიური მონაწილეობით დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიან ზონაში ლიკვიდირებულ იქნა მაშინ ხალხის ჭირად გაბატონებული მალარია. მალარიის დამარცხება იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი, რისთვისაც ექიმი პლატონ რატიანი დაჯილდოვდა სახელმწიფო ჯილდოთი. შემდეგ იგი სამუშაოდ გადაჰყავთ სოფელ პატარა ფოთის საექიმო ამბულატორიის გამგედ, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.
ლევანის მეუღლე - გვანცა ჯანიგაშვილი, არის პროფესიით ექიმი.


იგი შსანიშნავად ართმევს თავს სამსახურეობრივ მოვალეობასა და ოჯახურ საქმიანობას. არის საქმიანი, ოჯახის მიმართ მოსიყვარულე და საოცრად სათნო ადამიანი. გვანცა ოჯახსა და ქვეყანას უზრდის სამ ვაჟკაცს - რატის, გიორგის და ლუკას.
ლევანის და - თამუნა რატიანი და მისი მეუღლე გიორგი ბარაბაძე ასევე ექიმები არიან, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საკუთარ საქმეს.


ლევანის სიამაყეა მისი საყვარელი ბებია, 96 წლის ქალბატონი ვალია, რომელიც თავისი სოფლის (ქარიატა, ხობის რ-ნი) კოლორიტი ქალბატონია.
ლევანი ბავშვობიდან იყო ბეჯითი, გულისხმიერი, დამჯერი და მიზანმიმართული. უყვარდა სხვისი აზრის მოსმენა, იგი ბავშვობის წლებიდან მუშაობს და მოქმედებს ჩვენი უფალისა და მაცხოვრის პრინციპით: „ეძიებდე და ჰპოვებდე“, არის ზომიერად რელიგიური.


ლევანი სათანადოდ ყურადღებიანია დეიდის, დეიდაშვილის, მამიდის მამიდაშვილების, ბიძიებისა და ბიძაშვილებისადმი, ასევე მათი შვილებისა მიმართ. ლევანს ერთიანად უყვარს და აფასებს ყველაფერს, რაც ნათესავებში სიყვარულს ამტკიცებს.


და ბოლოს, ლევანი ჰოროსკოპით არის მორიელი, სამყარო მისაგან მხოლოდ სიკეთესა და თავდადებულ შრომა-საქმიანობას მოითხოვს. ვუსურვოთ მას ამაში მხოლოდ წამატება, ოჯახის, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.


გაიხარე ჩემო ლევან შენ საყვარელ ოჯახთან ერთად. მშვიდობა გულსა შენსა და ოჯახსა შენსა შინა სიყვარული და სათნოება. ამინ!"- წერს გენეტიკოსი.


 



5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.