შეიძლება თუ არა, კორონავირუსი შემთხვევით შეგვეჭამოს?

პროდუქტიდან ინფიცირებას დღეს ბევრი ადამიანი უფრთხის, მით უფრო - ისეთი საკვებიდან, რომელსაც თერმული დამუშავების გარეშე მივირთმევთ... ამ სტატიაში გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

შეიძლება თუ არა, რომ COVID-19 შემთხვევით შევჭამოთ?


როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, ინფექციის „შეჭმა“ შეუძლებელია, თავად საკვები არ შეიძლება ინფექციის გადამტანი იყოს.
ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და არ დადასტურებულა საკვებით ან წყლით COVID-19-ის გადაცემის ფაქტი (რა თქმა უნდა, საზიარო ჭურჭლით საჭმლის ან სასმელის მიღება, რისკს წარმოადგენს).


სახლში მომზადებული საკვები, გამდინარე წყლით წინასწარ კარგად გარეცხილი ინგრედიენტებით, ამ ვირუსული ინფექციის მატარებელი ვერ იქნება.
როგორც SARS-ის ვირუსის დროს აჩვენა დაკვირვებამ, ვირუსი 1-3 წუთში კვდება 149 გრადუს ტემპერატურაზე! ანალოგიური სიტუაციაა ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკვებთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: როგორც წესი, სახლში საკვების მომზადებას ისედაც სჭირდება უსაფრთხო გარემო და სანიტარული ნორმების დაცვა, თუმცა ხელის დაბანა ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. აუცილებელია ხელები დაიბანოთ წყლითა და საპნით 20 წამის განმავლობაში. ხელების დაბანა საჭიროა კერძის მომზადებამდე და მის შემდეგაც, მოამზადეთ ზედაპირი, სადაც ინგრედიენტების დაჭრას აპირებთ:
კარგად მორეცხეთ ჭურჭლის სარეცხი სითხით, გაავლეთ, შემდეგ კი სუფთა, გაწურული ტილოთი მოამშრალეთ.


არ გამოიყენოთ ერთი და იგივე დაფა ან დანა ბოსტნეულისა თუ უმი ხორცის დასაჭრელად.
ხორცი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. ხორცის დასამუშავებლად კონკრეტული დანა და დაფა გამოყავით.


შეიძლება თუ არა ვირუსი აღმოჩნდეს ხორცპროდუქტებზე: ხორცზე, ქათამზე? არა, რადგან ვირუსს ცოცხალი გადამტანი სჭირდება. და მეორეც - ხორცი და ქათამი, თავისთავად, უმად არ იჭმება, თერმული დამუშავების დროს კი ვირუსი იღუპება. შეიძლება თუ არა ვირუსით ინფიცირება ისეთი პროდუქტიდან, რომელსაც თერმული დამუშავების გარეშე ვჭამთ: ხილი, ბოსტნეული, პური...


თეორიულად შიძლება, თუკი ინფიცირებული ადამიანი, მაგალითად, ვაშლზე დააცემინებს, თქვენ კი ამის შემდეგ ამ ვაშლს აიღებთ და შეჭამთ. მაგრამ პრაქტიკულად შანსი მცირეა.
ნებისმიერ შემთხვევაში, შეფუთული პური შეიძინეთ, ხილი და ბოსტნეული კი სახლში მიტანის შემდეგ საგულდაგულოდ გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ, საპნის გარეშე. როგორ დავიცვათ უსაფრთხოება მაღაზიაში? ჯერ ერტ, ეცადეთ, პროდუქტის შესაძენად კვირაში, მაქსიმუმ, ორჯერ წახვიდეთ.
როცა მაღაზიაში ხართ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სახეს ხელი არ შეახოთ!
ხელის სანტაიზერი კი, რომელიც ალბათ უმეტესობას უკვე ჩანთით დააქვს, დაცვის სრულ გარანტიას ვერ მოგვცემს. ის საშუალებაა, შევამციროთ საფრთხე ხელებზე, სანამ ონკანამდე მივაღწევთ. თუკი უბნის მაღაზიაში ჩადიხართ, გეცოდინებათ, დღის რომელ მონაკვეთშია იქ ბევრი ხალხი. შარჩიეთ ის დრო, როცა მაღაზიაში ცოტა მყიდველია.
წინასწარ მოიფიქრეთ, რისი ყიდვა გსურთ და შეადგინეთ პროდუქტების სია.
და, რა თქმა უნდა, დაიცავით დისტანცია 2 მეტრი!
შეფუთული პროდუქტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია საფრთხის შემცველი, თუკი ინფიციებულმა პირმა მის სიახლოვეს დაახველა ან დააცემინდა და წვეთები პაკეტს მოხვდა. ამიტომ სახლში მიტანის შემდეგ შეფუთვა სველი ნაჭრით გაწმინდეთ.
ქილებიდა ბოთლები - რძის, ზეთის, არაჟნის, ჯემის და ა.შ. - გამდინარე წყლით გადარეცხეთ.
აუცილებლად გაწმინდეთ მობილური, თუკი ის მაღაზიაში ხელში გეჭირათ. უსაფრთხოა თუ არა მზა საკვების გამოძახება?


რაც შეეხება საკვების გამოძახებას, უკონტაქტო მიტანის სერვისი უსაფრთხოა. როცასაკვების პაკეტს აიღებთ, ყოველი შემთხვევისთვის, სველი ნაჭერი მოუსვით, შმდეგ კარგად დაიბანეთ ხელები და, სასურველია, მზა კერძი რესტორნის ჭურჭლიდან თქვენს ჭურჭელზე გადაიტანოთ და ისე მიირთვათ.


ჰო და კიდევ - გამოძახების შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ე.წ. „თიფსის“ დატოვება კურიერისთვის. გახსოვდეთ, რომ მათი სამუშაო დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე - ოდესმე.
 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.