"რასაც ვირუსზე ვამტკიცებდით, მცდარი აღმოჩნდა, გაოგნებულები ვართ"

გერმანიაში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის მკურნალობის თავისებურებებზე გერმანიაში მყოფი ქართველი ექიმი ნინო ნაცვალაძე წერს.

"


ამ დილით ჩემს კლინიკაში აპარატიდან მოიხსნა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გავწერეთ, ეპიდემიის პირველი ტალღის, ბოლო პაციენტი… მძიმე კოვიდიანთა მკურნალობის ზედამხედველობა და მენეჯმენტი თავიდანვე ჰქონდა ჩაბარებული ქალს, საბინე პეხერს. როგორც ყველაზე გამოცდილ, მრავლისმნახველ და გამორჩეულ პროფესიონალს.


საბინე დღეს გახარებულიც იყო და ცოტა გულდაწყვეტილიც. შემდეგ ჩემთან, სახლში წამოვედით. ძალიან მაინტერესებდა, ბოლო კვირაში მის მიერ ჩამოყალიბებული, ჩვენი და პარტნიორი კლინიკების ახალ და ჯერ მაინც მცირე გამოცდილებაზე დამყარებული, კოვიდიანი მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდები, რჩევები და თავისებურებები. დისკუსიაც გვქონდა. გაოგნებულიც ვიჯექით… ვფიქრობდით, როგორ იცვლებოდა მკურნალობის მიდგომები ყოველ კვირას. რაც თავიდან სწორი გვეგონა, ახლა შეცდომა იყო. რასაც ადრე ვამტკიცებდით, დღეს მცდარი აღმოჩნდა. არც დაავადების მიმდინარეობა ჰგავდა ხშირად დისტერს სინდრომს, რაშიც თავიდან დარწმუნებული ვიყავით.


იყო ბევრი კითხვა, ინდივიდუალური მიდგომები და გადაწყვეტილებები. გვიკვირდა, როგორ თავგზას უბნევდა ეს უჩინარი ვირუსი ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას. გაღიზიანებული წამოვხტი, 3-საათიანი საუბრის შემდეგ, ვერაფერი ვერ გავუგე ამ წყეულს და სულ აირია ყველაფერი თავში.


დამამშვიდა. ნუ ითხოვ პასუხს იმაზე, რაც არავინ იცის... წამაკითხა სმს-ები და მიჩვენა ვიდეოები, როგორ ცდილობდა 27 სხვადასხვა კლინიკის შეფ-ექიმი ამ ერთი თვის განმავლობაში გამოცდილების გაზიარებას და კონსესუსის მოძებნას და ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა. გამარჯვებამდე დიდი დროა, ზეიმი მართლა ნაადრევია…დღემდე დანაკლისებით, მაგრამ მაინც ორგანიზებულად და გააზრებული ნაბიჯებით შეძლო გერმანიამ ინფექციის შეკავება და მასთან სწორი მიდგომებით ბრძოლა. ჯერ რესურსების 30 %-ია გამოყენებული. ზომიერად დატვირთული და არა გადატვირთული რეჟიმიდან, ძალიან ფრთხილად უბრუნდება გერმანიის კლინიკები ძველი ცხოვრების წესს. ორშაბათიდან ვიწყებთ გეგმიურ ოპერაციებს.


მოწესრიგებული სისტემის და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამო, ინფექციის გადაცემის დინამიკა იცვლება. იზრდება, მაგრამ ისე, რომ მრუდი ბლაგვი ხდება. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც დაანონსდა… არ გვავიწყდება მთავარი ვირუსოლოგის, ბატ. ქრისტიან დროსტენის გაფრთხილება: დაინფიცირების პროცესი გაგრძელდება. წელიც და მეტიც. ინფიცირებულების რიცხვი მოიმატებს, 70%-იც გახდება და საჭიროც არის ასეთი დიდი პროცენტით შემხებლობა ვირუსთან. ოღონდ ნელა, ნაკლები დანაკარგებით! მალე გვეყოლება დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც გამომუშავებული ექნებათ ანტისხეულები. ადამიანები იმუნურები გახდებიან და კორონაც გაუდგება სხვა კორონავირუსების გზას. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, თუმცა, ის აღარ იქნება ისეთი საშიში, როგორიც ახლაა. მთავარია ვისწავლოთ საზოგადოებამ მასთან თანაცხოვრება.“ - წერს ექიმი.


წყარო


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.