ნაჯა ორაშვილი: დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი ამ სტატუსის დაწერისგან თავს

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას სოციალურ ქსელით ეხმაურება.

ორაშვილის პოსტში აღნიშულია, რომ ადამიანები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შემოსავლის გარეშე გაურკვევილი დროით დარჩნენ. ნაჯა ვარაუდობს, რომ  მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე სოციალური და ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია.


ბასიანის დამფუძნებელი წერს, რომ ღამის კლუბებში დასაქმებული პირების უმრავლესობა მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნება და მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს კონკრეტულ სივრცეეები წარმოადგენს.


მისივე თქმით, მათ მისამართით ხელისუფლების მხრიდან არანაირი წინადადება არ გაჟღერებულა.


„გლობალური პანდემიის შედეგად, უკვე ერთი თვეა რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ჯერ კიდევ უცნობია რამდენ ხანს მოგვიწევს ამ მოცემულობაში ცხოვრება. წარმოება გაჩერებულია, კომერციული ობიექტები დახურულია, სასწავლო პროცესი შეჩერებულია, საზღვრები ჩაკეტილია, 3-ზე მეტი პირის თავშეყრა დანაშაულია.


ასე თუ გაგრძელდა ეპიდემიის მასობრივ აფეთქებას შეიძლება გადავურჩეთ, მაგრამ სოციალური და ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას არც არასოდეს ულხინდა, მაგრამ ახლა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ზრუნვის და ფინანსური შემოსავლის გარეშე დარჩა და უმძმესი გამოწვევების წინაშე დგას.


დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი ამ სტატუსის დაწერისგან თავს, რადგან რთულია ამ თემაზე ისაუბრო, როდესაც ადამიანები სიცოცხლისა და გადარჩენისთვის იბრძვიან, თუმცა არასოდეს უნდა გვრცხვენოდეს ჩვენს საყვარელ საქმიანობაზე ფიქრი და მისი მხარდაჭერა. სიჩუმეს უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე იმ სფეროზე ხმამაღლა საუბარს, რომელსაც წლები შევწირეთ.


ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიღებულმა საგანგებო ზომებმა უდიდესი ზარალი მოუტანა ყველა სფეროს, მათ შორის თბილისის საკლუბო სცენას, სცენას რომლის მშენებლობასა და აყვავებაში უამრავი შრომა გვაქვს ჩადებული. და ეს სცენა ახლა შესაძლო განადგურების წინაშე დგას. სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილი ამ ფაქტით სიამოვნებასაც იღებდეს და არ ინტერესდებოდეს თუ რამდენი ადამიანი დარჩა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უსაფრთხო და თავისუფალი სივრცეების გარეშე.


აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში დასაქმებული პირების უმრავლესობა მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნება და მათ ერთადერთ შემოსავლის წყაროს კონკრეტულ სივრცეეები წარმოადგენს.


ჩვენ ვნახეთ თუ როგორ ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები თუ ფონდები ამ ინდუსტრიას, არტისტებს თუ თვითდასაქმებულ პირებს. ვნახეთ ურთიერთდახმარების მასშტაბური პრეცენდენტები. სამწუხაროდ, მთავრობის მიერ ეკონომიკის დასახმარებლად გამოყოფილ თანხებში ვერ მოხვდა შემოქმედებითი და კლტურის ინდუსტრიის სექტორები


გვესმის რომ ჩვენ ქვეყანას ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ ყველაზე სამწუხაროა, რომ ქვეყნის მთავრობას არც ინტერესი აქვს, რომ ეს სფერო გადარჩეს, რადგან ერთხელ უკვე ვნახეთ ამ სცენის დემონიზაციისა და განადგურებისთვის რა ნაბიჯები გადაიდგა.


სხვადასხვა ქვეყნების საკლუბო სცენას ყოველწლიურად ქალაქის ბიუჯეტში 2 მილიარდამდე ევროს ოდენობის თანხა შეაქვს, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის სტატისტიკა არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, გვაქვს ერთი უტყუარი ფაქტი - საკლუბო კულტურამ და სტუმარ-მასპინძლობის თბილისი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.


ჯანდაცვის ექსპერტების დასკვნით მასშტაბური ფესტივალები და საკონცერტო ღონისძიებები 2021 წლის შემოდგომამდე ვერ ჩატარდება, შესაძლოა საზღვრებიც დიდი ხნით იყოს ჩაკეტილი, სოციალური დისტანციის პრაქტიკა წლობით გაგრძელდეს და ჩვენი შიშები საყვარელი სივრცეების სამუდამოდ გაქრობაზეც უფროდაუფრო მძაფრდება.


არსებული რეალობიდან გამომდინარე ვერც ქველმოქმედების და ვერც რაიმე ტიპის სუბსიდირების იმედად ვერ ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ, დანარჩენმა სამყარომ გვიჩვენა, რომ მხოლოდ მზრუნველ სახელმწიფოს შეუძლია ამ სფეროს დახმარება და მისი გადარჩენისთვის გამოსავლის პოვნა.


დიახ, მე საკლუბო კულტურის და საცეკვაო მოედნის, მხარდამჭერი, აქტივისტი და გულშემატკივარი ვარ, დაინტერესებული ვარ ქალაქში ღამის ცხოვრების, არადომინანტური კულტურისა და უსაფრთხო სივრცეების განვითარებით და დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი იზიარებს ამ სულისკვეთებას, არც იმის მეშინია, რომ ბევრი თქვენგანი დამძრახავს ამ ურთულეს პერიოდში რომ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ერთი რამ ვიცი, ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ამ კულტურის გადარჩენაში თითოეული ჩვენგანის როლი, სიჩუმე ჩვენს ყოფას შვებას ეს ვერ მოუტანს, საჭიროა ქმედებები და ფიქრი მომავალზე.


ნებისმიერი იდეისთვის და შესაძლებლობისთვის ვარ ღია“, - ნათქვამია ნაჯა ორაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ცნობისთვის კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


ნაჯა ორაშვილი: ხმები დადის თითქოს იატაქვეშა ღამის "სხოდკებს" ვაწყობთ და ირგვლივ მყოფებს საფრთხეს ვუქმნით...
 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.