"პირველად ვითხოვ დახმარებას… ის, რაც თქვენ არ გჭირდებათ, ჩვენთვის ძალიან საჭიროა"

ადამიანები უკეთესი ცხოვრების საძებნელად ძირითადად, სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ხშირად – საზღვარგარეთაც.

ისედაც მძიმე ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა მას შემდეგ, რაც პანდემიამ საქართველოშიც შემოაღწია და დაპაუზებულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანაშიც ყველაფერი გაჩერდა.


სწორედ ამის გამო, ორი შვილის მარტოხელა დედა დახმარების მიზნით, "პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა.


„ეს პირველი შემთხვევაა, როცა დახმარებას ვითხოვ, მაგრამ მოხუცი მშობლებისა და შვილების გამო, იძულებული ვარ ასე მოვიქცე.


აქამდე ყველა სირთულეს ჩემი შრომით ვებრძოდი და ელემენტარული პირობების შექმნას ვახერხებდი…“ – ასე დაიწყო საუბარი სასოწარკვეთილმა დედამ.


ეკა მამულაშვილი რესტორანში მუშაობდა, მწირი ხელფასით ბინის ქირის გადახდასაც ახერხებდა და მოხუცი მშობლებისა და შვილების გამოკვებასაც.


თუმცა, კორონავირუსის გავრცელებისთანავე მისი სამსახური დაიხურა, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.


რუსთავში მდებარე რესტორნის კლიენტურა ავტომანქანებით მოვაჭრეები და უცხოელები იყვნენ. ვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის გამო, ეკას სამსახურის დახურვა იმაზე ადრე გამოიწვია, ვიდრე ამას მთავრობა გადაწყვეტდა.


ამ ოჯახის მთავარი პრობლემა მხოლოდ უმუშევრობა და უსახლკარობა არაა. 9 წლის მათეს რთული ფორმის ჩიყვი და ავიტამინოზი აქვს. თუ საკვები მოაკლდა და საათობრივი რეჟიმი ვერ დაიცვა, ძალიან ცუდად ხდებაო, ამბობს სასოწარკვეთილი დედა.


უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა თავისი ოცნება სოციალურ ქსელში დაწერა – ის სოფელში მიტოვებულ სახლს ეძებდა, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებდა, მიწას დაამუშავებდა და საკვებს საკუთარი შრომით მოიპოვებდა.


მას მალევე ინგლისში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გამოეხმაურა და კასპის რაიონში გადასვლა შესთავაზა.


ეკა ამბობს, რომ სოფელში გადასასვლელად ისეთი აუცილებელი ნივთები სჭირდება, როგორებიცაა: საწოლი, მაგიდა, სკამები, კარადა, გაზქურა, მაცივარი, გამათბობელი და სარემონტო საშუალებები სააბაზანო ოთახის მოსაწყობად.


იმის გამო, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქალი თავად ვერ უზრუნველყოფს ამ ინვენტარის ყიდვას, დახმარებას საზოგადოებას სთხოვს – გადასცენ ის ნივთები, ვისაც უფუნქციოდ აქვს და აღარ სჭირდება.


„ისე მოხდა, რომ მე და ჩემს მშობლებს სახლი არ გვაქვს, არც სოფელში. ჩემი მეუღლე ხან ორი წლით მიდის ჩვენგან, ხანაც – მეტით. ამბობს, რომ მატერიალურად ვერ გვეხმარება იმიტომ, რომ ფული არ აქვს.


ჩემი მოხუცი მშობლების და ორი შვილის მიხედვას ჩემი შრომით ვახერხებდი.


ბოლოს რუსთავში ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებისთანავე ხელმძღვანელობამ მაღალი რისკის გამო დახურა.


ჩვენი კლიენტები ძირითადად უცხოელი მანქანებით მოვაჭრეები იყვნენ. არც სოციალური დახმარება გვაქვს, ბინაში, რომელიც დაქირავებული მაქვს, მეპატრონის ტელევიზორი დგას და ამის გამო არ დაგვენიშნა.


არადა ძალიან მჭირდებოდა – ჩემს 9 წლის მათეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აქვს, თუ ოთხ საათიანი კვების რეჟიმი მკაცრად არ დაიცვა, შაქრის დონე უვარდება და ძალიან ცუდად ხდება, თვეში 50 ლარის მედიკამენტები სჭირდება.


ყოველ სამ თვეში კი, 300 ლარის ღირებულების – ანალიზები. ჩემი ხელფასი დღეში 20 ლარი იყო, რომლითაც ბინის ქირასაც ვიხდიდი 400 ლარის ოდენობით, ბავშვს შეძლებისდაგვარად წამლებს ვყიდულობდი და ვუვლიდი.


ძირითადად – ბურღულეულს ვაჭმევდი, რადგან მხოლოდ ამაზე გვყოფნიდა ჩემი ხელფასი. მას D ვიტამინის მკვეთრი ნაკლებობაც აქვს. უფროსი გოგონა 15 წლისაა, ორივე გონიერი მოსწავლეები არიან, მაგრამ განათლების მიღებაში დამატებით ხელშეწყობას ვერ ვახერხებდი.


როცა ეს ელემენტარული შემოსავალიც აღარ დამრჩა, სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, სოფელში ვინმეს დაკეტილი სახლი მოეცა, რომელსაც მოვუვლიდი, მიწას დავამუშავებდი და სოფლის მეურნეობას გავუძღვებოდი.


მალევე ინგლისში მცხოვრები ქალბატონი გამომეხმაურა და კასპის რაიონში სოფელ თეძში თავისი სახლი შემომთავაზა. რაც მთავარია, იქ დიდი ეზოა ხეხილით და მიწის დასამუშავებლადაც საკმაოდ მოზრდილი ადგილია.


სამწუხაროდ, იქ ელემენტარული პირობებიც არაა, მე კი საკუთარი ნივთები არ მაქვს. იმისთვის, რომ ოჯახი გადავარჩინო და იქ დავფუძნდეთ, საწოლები, მაგიდა, სკამები, სამზარეულოს ინვენტარი და სამშენებლო მასალა სააბაზანოს მოსაწყობად ძალიან გვჭირდება.


ხომ არიან ადამიანები, ვისაც აქვს, მაგრამ არ იყენებენ?! იქნებ გამომეხმაურონ და გადმომცენ. ის, რაც მათ არ სჭირდებათ, ჩვენთვის ძალიან საჭიროა, თითოეული საოჯახო ნივთი.


იმედი მაქვს, საზოგადოება გულგრილი არ დარჩება და დახმარების ხელს გამოგვიწვდის“. – ამბობს ეკა მამულაშვილი.


წყარო


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.