"საქართველო ზის სახლში ჩაკეტილი, მშიერი, შეშინებული, გაურკვეველი ვადით"

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, რომ პანდემიასთან ბრძოლა არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ვირუსთან ბრძოლა მოითხოვს მკაცრი რეგულაციების მიღებას.

"დაიჯესტი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


"პანდემიის მართვა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური პროცესია, რადგან მასთან ბრძოლის აბსოლუტურად ყველა ეტაპი მოითხოვს სახელმწიფოს მიერ მკაცრად განსაზღვრულ რეგულაციებს, იქნება ეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, კლინიკებისა და პერსონალის მზადყოფნა და აღჭურვა, ვაქცინისა თუ წამლების მოძიების ორგანიზება და ა.შ.


შესაბამისად, ამ პროცესს უნდა მართავდეს სპეციალური კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში უნდა იყოს ეპიდემიოლოგიც, კლინიცისტიც, ფარმაკოლოგიური სფეროს წარმომადგენელიც და სამთავრობო წარმომადგენლებიც. კომიტეტის პროფესიონალებს ევალებათ არსებული კლინიკური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საფუძველზე გააკეთონ ლოგიკური გათვლები და მათ საფუძველზე მისცენ რეკომენდაციები პოლიტიკოსებს.


ცხადია, ნებისმიერი გათვლის გასაკეთებლად საჭიროა გქონდეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა იყოს გამჭვირვალე და მაქსიმალურად ზუსტი. ინფორმაციის მოსაპოვებლად აუცილებელია სტატისტიკური მონაცემები;


მაგალითად, როგორია ვირუსის გავრცელება, რამდენი ადამიანია დაავადებული, რამდენმა გადაიტანა დაავადება, რამდენმა გადაიტანა უსიმპტომოდ, მინიმალური სიმპტომებით, რამდენს დასჭირდა წამალი, ან რატომ დასჭირდა; რა წამალი და რა რაოდენობით, რომ სტრატეგიული მარაგები შეიქმნას; რამდენია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი და რა დატვირთვა აწევს შესაბამისად ამა თუ იმ კლინიკას და მთლიანად ჯანდაცვის სექტორს და ა.შ.


ახლა ვნახოთ რა ხდება საქართველოში.
1. საყოველთაო ტესტირება ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში არის უაღრესად მცირე და პრაქტიკულად არარსებული, სტატისტიკური თვალსაზრისით;


2. წარმოდგენა არა გვაქვს რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ეს დაავადება მინიმალური სიმპტომებით. მაგალითად, კლინიკებში მყოფ ე.წ. გამოჯანმრთელებული პაციენტების რა პროცენტულ რაოდენობას არ სჭირდებოდა არავითარი სამედიცინო დახმარება და რა სისტემით მკურნალობდნენ ამ პაციენტებს;


3. წარმოდგენა არა გვაქვს იმაზე, თუ საშუალოდ რა სიმძიმით მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობაში პანდემია. უკვე ემპირიულად დადგენილია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში დაავადება განსხვავებული კლინიკური სიმძიმით ვრცელდება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ 3 თუ 4 გარდაცვლილი გვყავს, აშკარაა რომ არც ისე მძიმედ. და თუ რატომ, ამის ობიექტური მიზეზების გარკვევას მოგვიანებით უნდა შევეცადოთ და არ შევქმნათ ფანტასმაგორიული მითები ქართული კლინიკური შესაძლებლობების შესახებ. ( მერწმუნეთ, არ ღირს, რადგან პანდემიის დამთავრებისთანავე ობიექტური პროფესიონალები შეისწავლიან რეალურ მიზეზებს და ყველა მითი დაიმსხვრევა; თუმცა ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება, თუ არავითარი სტატისტიკა არ იარსებებს).


4. ქართული ეპიდემიოლოგიური და კლინიკური სფეროებისაგან მიღებული ინფორმაციის გრადაცია ამჟამად ხდება “კუბოების დაყრასა” და “სიკვდილის პალატების” განცხადებებს შორის, თუმცა რომელიმეს დამადასტურებელი სტატისტიკური ან კლინიკური მაჩვენებელი ობიექტურად არ არსებობს. უფრო მეტიც, სერიოზული “ჩაკითხვის” შემდეგ აღმოჩნდება რომ ეს ინფორმაცია მოქალაქეთა “დასაზაფრად” არის მოცემული, რათა ისინი კანონმორჩილები იყვნენ.


ამრიგად, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ამჟამად საქართველო ზის სახლში ჩაკეტილი, მშიერი, შეშინებული, უაზროდ გამოყენებული მედიკამენტის დეფიციტში, ყოვლად გაურკვეველი, მაგრამ ლოგიკურად სავალალო ეკონომიკური პერსპექტივებით და რაც მთავარია, ამ ყველაფრის გაურკვეველი ვადით გაგრძელებით.


თუკი ზემოთქმულს მშვიდად გაიაზრებთ, მერე დაფიქრდით, თუ რას უზამს ამ აბსურდული ქაოსის შემქმნელი ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შეკითხვებს დასვამს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.


დაფიქრდით იმაზეც, თუ რა გელით ამ საინფორმაციო ვაკუუმში არსებობის კიდევ დიდი ხნით გაგრძელებით…


და თუ დაფიქრდებით, ვისაც ფიქრი და ლოგიკური მსჯელობა გიყვართ, მაშინ ბევრ რამეს მიხვდებით …"- წერს ექიმი.


 



5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.