„ვაშინგტონ თაიმსი“: საქართველოს სიფრთხილემ და წარმატებულმა მიდგომამ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების მხრივ შესაძლოა, ქვეყანა უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს

ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სათაურით „კორონავირუსის წინააღმდეგ წარმატების ისტორია: საქართველო“, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, თუ რატომ მიაღწია საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, როგორც ჩანს, მედიის ყურადღების მიღმა აღმოჩნდა, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არის წარმატებული ისტორიებიც და მათგან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საქართველოს მაგალითია.


ავტორი წერს, რომ რუსეთისა და თურქეთის მეზობელ საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3,75 მილიონი ადამიანია, კორონავირუსით მხოლოდ ხუთი გარდაცვლილია.


„იმ მომენტისთვის, როდესაც ეს სვეტი გამოსაქვეყნებლად წარედგინა, საქართველოს კორონავირუსით მხოლოდ ხუთი გარდაცვალების შემთხვევა ჰქონდა. თქვენ სწორად წაიკითხეთ – ხუთი. როგორ არის ეს შესაძლებელი? რა განმარატება აქვს საქართველოს უზარმაზარ წარმატებას მისი ხალხის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში?“ – წერს სტატიის ავტორი ტიმ კონსტანტინი.


ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მასთან საუბარში ეს განმარტა. კითხვაზე, რა გაკეთდა საქართველოში მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნებისგან განსხვავებულად, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ განსხვავება რამდენიმეა.


„ჩვენ აღნიშნულ გამოწვევას ვუპასუხეთ იმით, რომ ის თავიდანვე სერიოზულად აღვიქვით. ერთი მხრივ, ჩვენ ძალიან ადრე მივიღეთ გადაწყვეტილებები, მეორე მხრივ, ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს“, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.


მისი თქმით, საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს, მთავრობა იჩენდა საკმაო ყურადღებას და თანმიმდევრულად და მკაფიოდ მოქმედებდა კორონავირუსის გავრცელების ადგილებში. როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთად მოქმედებდა.


„ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და ამ ურთიერთთანხმობით შევძელით, რომ ვირუსთან გასამკლავებლად რეალურად მზად ვყოფილიყავით“, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი ინტერვიუში.


სტატიის ავტორი წერს, რომ შესაძლოა, ქართველი ხალხი მოულოდნელ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მთავრობის მოსმენისთვის უკეთესად არის მომზადებული, ვიდრე სხვა მრავალი ქვეყნის მოსახლეობა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქართველების ბოლო ორმა თაობამ გამოიარა მრავალი კონფლიქტი და სირთულე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე ძალების მხრიდან. ავტორის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო იყო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო და პირველი ლიდერის არჩევიდან მალევე გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგები აისახა ქვეყნის მოსახლეობაზე. აქვე აღნიშულია, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთდღიანი ომი იყო. ავტორის აზრით, არასათანადო შეფასება იქნება იმის თქმა, რომ საქართველო მოულოდნელი მოვლენების წინაშე მდგრადია.


„საქართველომ რთული დრო გამოიარა, ამიტომ სირთულეების დროს ცხოვრების გაგრძელებისა და ადაპტირების საჭიროებამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა“, – აღნიშნავს მაია ცქიტიშვილი.


როგორც სტატიის ავტორი წერს, კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის წარმატებას მაია ცქიტიშვილი ნაწილობრივ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობასაც უკავშირებს. თავდაცვის საფრთხეების შემცირების აშშ-ის სააგენტო საქართველოსთან თანამშრომლობდა რადიოლოგიური, ბირთვული, ბიოლოგიური და სხვა სახის საფრთხეებისთვის მზადყოფნის სწავლებაში. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ სწავლებამ წვლილი შეიტანა საქართველოს მხრიდან კორონავირუსზე რეაგირებაში.


„თითქმის 30 წელია, ვგრძნობთ აშშ-ის დახმარებას და მხარდაჭერას. თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს სწავლება დაგვეხმარა, ვყოფილიყავით უფრო მეტად მზად კორონავირუსისთვის. მათ მიერ დატრენინგებული ადამიანები ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები არიან. ისინი კარგად მომზადებულები და პატივცემულები არიან. ლუგარის ცენტრის თანამშრომლები აშშ-ის მიერ არიან დატრენინგებულები. სწორედ ისინი იყვნენ ქვეყნის წინა ხაზზე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


სტატიის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ლუგარის ცენტრის აშენება აშშ-ის მთავრობამ 150 მილიონი დოლარით დააფინანსა, ეს დაწესებულება საქართველოს მთავრობის საკუთრებასა და მმართველობაშია.


როგორც „ვაშინგტონ თაიმსის“ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ვიცე-პრემიერი აშკარად ამაყობს თავისი ეროვნული გუნდით.


„ჩვენი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, უკეთესად მომზადებულები აღმოვჩნდით. ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა შეძლეს, ფრთხილი რეაგირება მოეხდინათ. შევძელით, ვყოფილიყავით პრევენციულები და დროული რეაგირება მოგვეხდინა, რამაც შედეგად მოიტანა ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ“, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შესაძლოა, საქართველომ ჯანდაცვის ფრონტზე ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, თუმცა კვლავ სიფრთხილით ეკიდება ეკონომიკის გახსნას. მაია ცქიტიშვილი ორი პრიორიტეტის შესახებ საუბრობს.


„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, თუმცა ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღე. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვცდილობთ ვიპოვოთ ბალანსი ამ ორ პრიორიტეტულ ინტერესს შორის“, – აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი.


სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მსგავსად, საქართველომ მთავრობამ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. რაც შეეხება ოფიციალურ გახსნას, ცქიტიშვილი ამბობს, რომ სიფრთხილე ამ მხრივ საკვანძო სიტყვაა.


„ჯანდაცვის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევაფასებთ ქვეყანაში სიტუაციას. გვირჩევნია არ ავჩქარდეთ, არამედ ვიყოთ ფრთხილები. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, აღვდგეთ, როგორც კი ვირუსის გავრცელება გახდება უფრო მეტად კონტროლირებადი და რისკები შემცირდება“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.


როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველო დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია და დიდწილად ეყრდნობა ტურიზმს – როგორც ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს. ავტორი აღნიშნას, რომ საქართველოს სიფრთხილემ და წარმატებულმა მიდგომამ „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების მხრივ შესაძლოა, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს უახლოეს თვეებში, როდესაც მთელი მსოფლიოს ფარგლებში ადამიანები დაიწყებენ ფიქრს, სად და როდის შეუძლიათ უსაფრთხოდ მოგზაურობა.


სტატიის თანახმად, შესანიშნავ ადგილას მოგზაურობის შესაძლებლობამ, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ამ ქვეყანაში კორონავირუსმა ძლივს წამოწია თავისი მახინჯი თავი, უახლოეს მომავალში საქართველო შესაძლოა, მოწინავე ტურისტულ მიმართულებად აქციოს“. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრემიერი მიესალმება ამ შესაძლებლობას, თუმცა კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა წარმატებულ გზაზე შეინარჩუნოს.


„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ვიზიტორებს, როდესაც შესაბამისი დრო იქნება“, – აღნიშნავს საქართველოს ვიცე-პრემიერი „ვაშინგტონ თაიმსთან“.

წყარო: 1tv.ge

5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.