დავით ჩიხელიძე: ოპოზიციას ცილისწამება და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთში ერევა

„ოპოზიციის თავხედურ და ყოვლად მიუღებელ ცილისმწამებლურ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ესროლა ტალახი საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს - ჯარისკაცებს.


„ოპოზიციას ცილისწამება და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთში ერევა. წლებია, ვხედავთ მათ თავხედურ და ყოვლად მიუღებელ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რასაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.


გუშინ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ესროლა ტალახი საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს - ჯარისკაცებს. საქმე შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდულ საათებს, რომელიც ქართველი დიზაინერის (ზვიად ციკოლია) შექმნილია. ოპოზიცია ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ცდილობს.


როგორც მოგეხსენებათ, ჯარისკაცებისა და მაღალი რანგის სტუმრების დასაჩუქრება (საათი/იარაღი) მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ ჩამოყალიბდა და როდესაც მათ ხმლით ასაჩუქრებდნენ. მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის თავდაცვის უწყება გასცემს საჩუქრებს და ამაში გასაკვირი არაფერია, პირიქით, ლოგიკურია და მისაღები, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნავს და მათ წახალისებას ახდენს. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ  2019 წელს გაფორმდა, აღნიშნულ პერიოდში კი მსოფლიო პანდემიის შესახებ ცნობილი არ იყო. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის  სრული დაცვით“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.


როგორც „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, ოპოზიციისთვის აღმშენებლობა მიუღებელია, მათ მხოლოდ პირადი აღმა მშენებლობა აინტერესებთ.


„ოპოზიციას ვურჩევ, საათებზე საუბრის ნაცვლად, იმ პროექტებზე გაამახვილონ ყურადღება, რომელიც თავდაცვის სამინისტროში, პირადად მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თაოსნობითა და ინიციატივით ხორციელდება. ამ პროექტების მასშტაბურობა უპრეცედენტოა. თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ ოპოზიციისთვის აღმშენებლობა მიუღებელია, მათ მხოლოდ პირადი აღმა მშენებლობა აინტერესებთ.


ხალხს კარგად ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინათ ხელისუფლებაში ნაცები იყვნენ, ხოლო თავდაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე სუსტი და უღირსი მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, სწორედ ბაჩო ახალაიას დროს მოხდა სამოქალაქო პირებისთვის იარაღის ჩუქება, რომლის საერთო ღირებულება თითქმის მილიონ ლარს შეადგენდა. იარაღი აჩუქეს აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს,  ასევე, გასართობი გადაცემის წამყვანებს/მსახიობებს ვ. ბიჭიკაშვილს, ნ. არაბიძეს და სხვა. ვინც დღეს ხელს სხვისკენ იშვერთ, საკუთარი წარსული გაიხსენეთ, ერთხელ მაინც დასვით კითხვა: რატომ და რა დამსახურებისთვის აჩუქა ახალაიამ იარაღი სამოქალაქო პირებს? რა თქმა უნდა, კითხვას ვერ დასვამდით, რადგან მშიშრები ხართ. არ გყოფნით სიმამაცე, საკუთარი შეცდომა აღიაროთ და შეცდომის დაფარვის მცდელობის დროს ღირსეულ ადამიანებს შეურაცხყოფთ.


დესტრუქციული ნაცოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს სააღდგომოდ, ერთი დღით, განსხვავებული მენიუ ჰქონდათ. რა უნდა თქვას საღ გონებაზე მყოფმა ადამიანმა ამაზე? ვის მოუვა თავში აზრად „ლუკმა დაუთვალოს“ ჯარისკაცს? ბოღმით სავსე ნაცსექტა ვეღარ არჩევს რაზე რა თქვას, თითქოს „ზრუნავენ“ და „უყვართ“ ქართული ჯარი, მაგრამ მათში გაღიზიანებას იწვევს სამხედროების მიმართ გამოჩენილი ყურადღება, კვება, ჩაცმა, დაზღვევისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. მათი ბოროტი ფიქრია მეტი სიკვდილი, მეტი დაინფიცირება, მეტი შეჭირვება! რაც უფრო ცუდად იქნება საქმე ქვეყანაში, მით ბედნიერად იგრძნობენ თავს! შევახსენებ მათ კიროს დიდის სიტყვებს, „ბოროტია იგი, ვინც კეთილია მარტო თავისი თავისთვის“, - აცხადებს ჩიხელიძე. 


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.