ვაჟა ბერიძე: დროა, საქართველოს მთავრობამ დუმილი დაარღვიოს

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვას ეხმაურება და მთავრობას ამ ფაქტთან დაკაშვირებით დუმილის დარღვევისკენ მოუწოდეს.

პოლიტოკოგის განმარტებით, საინტერესოა, იყო თუ არა რაიმე კონსულტაციები ამ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ლიდერებს შორის:

„მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინიის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდეს. როგორია თქვენი რეაქცია? ასე, დაახლოებით 8 თვის წინ, ერთ-ერთი ტელეარხის პირდაპირ ეთერში სააკაშვილის გააქტიურებაზე ვმსჯელობდით. მე შევნიშნე, რომ სააკაშვილი „გაჭრილი კარტი” არ არის, ის რეალური ფაქტორია და არამარტო ქართულ პოლიტიკაში. დისკუსიის მონაწილე ერთ-ერთმა საკმაოდ გონიერმა ქალბატონმა ირონიულად, შეიძლება სარკასტულადაც მომმართა, ხელი აიქნია – რა დროს მიხეილ სააკაშვილიაო.

არ ყოფილა ასე. „ევროპის ტერიტორიით უდიდესი”, დაახლოებით 45 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი მას პოლიტიკაში აბრუნებს და უკრაინაში რეფორმების განხორციელების კურატორად ამწესებს. მოდი, ნუ ვისაუბრებთ იმაზე, სწორია ეს, თუ არა. თვითონ ზელენსკის ინიცირებულია ეს დანიშვნა, თუ მის უკან ამერიკელები დგანან. ვიღაც ამაში „მოსკოვის ფარულ ხელსაც” ხედავს. ეს სხვა განსჯის თემაა.

ფაქტია, რომ მისი ვიცე-პრემიერობის საკითხი რეალურად დგას და ამის თაობაზე პარასკევს უნდა იმსჯელოს უკრაინის რადამ. ასევე სხვა საუბრის თემაა, რამდენად გონივრულია თვითონ სააკაშვილისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა. ის ამ ნაბიჯით უკრაინის პოლიტიკაში ეშვება თავით ფეხებამდე. იქ, სადაც დღეს პოლიტიკური პროცესების ერთგვარი მინავლების მიუხედავად, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, წუთი-წუთზე შეიძლება გავარვარებული ლავის მსგავსად ამოხეთქოს. არ მგონია თავად სააკაშვილს ეს გააზრებული არ ჰქონდეს, თუ რამდენად რთული იქნება მთავრობის მაგიდასთან მეორე ვიცე-პრემიერის, ავაკოვის გვერდით დაჯდომა. მაგრამ ის ხომ რისკიანია და რისკი, ლავირება უფსკრულის პირას მისი სტიქიაა. მე არ ვაპირებ მის ამ ნაბიჯზე ან თავად მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე მსჯელობას. სხვა რამ მაწუხებს და ამის თაობაზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეშფოთება. საქართველოს მთავრობა, ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე, დღემდე, ჩუმადაა, მაგრამ სიჩუმე ყოველთვის ოქრო არ არის. მართალია, დღეს მთავრობაც და ჩვენც Covid 19-თან ბრძოლაზე ვართ გადართულები, მაგრამ პოლიტიკა და რეალური ცხოვრება ასეა მოწყობილი: ჯერ ერთ საქმეს ვერ მოიმთავრებ და მეორე პრობლემაზე მერე ვერ იფიქრებ. შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ჩვენს მთავრობას, ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ გახარიას, უკრაინის ხელისუფლებასთან სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრობის გაგრძელება იმ პირობებში, როცა ამ ქვეყნის მთავრობის ვიცე-პრემიერი საქართველოში მსჯავრდებული სააკაშვილი იქნება? საინტერესოა, იყო თუ არა რაიმე კონსულტაციები ამ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის ლიდერებს შორის.“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მეტისმეტად არასერიოზულია.

„თუ ასეთი საჭირო და აუცილებელია უკრაინისთვის სააკაშვილის ვიცე-პრემიერობა, რატომ არ შედგა კონსულტაციები საქართველოს პირველ პირებთან და თუ შედგა ამის თაობაზე რატომ არ არის ინფორმირებული ქართული საზოგადოება. თუ ასეთი კონსულტაციები იყო და საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ თანხმობა განაცხადა ამ დანიშვნაზე, ხომ არ აჯობებდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დეზავუირება ნებისმიერი ფორმით, ან აღსრულების გადადება ან რაიმე გონივრული კომპრომისის მოძებნა. უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობა და თანამშრომლობა ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამაზე მსჯელობისას მითებს იმის თაობაზე, რომ ყველაფერ ამის უკან რუსეთი დგას, ვერ მივიღებ. უბრალოდ, ეს ყველაფერი მეტისმეტად არასერიოზულია.

არც ის ფაქტორია მხედველობის არის მიღმა დასატოვებელი, რომ უკრაინაც და საქართველოც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები არიან. ორივე ქვეყნის პოლიტიკაზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის გავლენა არსებითი და სერიოზულია. საინტერესოა, მიდის თუ არა კონსულტაციები ამ ფაქტით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენთთან, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან. მართალია, დიდ ხანს არ გვყავდა ჩვენ აშშ-ის ელჩი საქართველოში, მაგრამ უკვე ჩამოვიდა ახალი ელჩი, სერიოზული და გამოცდილი დიპლომატი, ქალბატონი დეგნანი და ეს პოზიტიურად აისახა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საინტერესოა ისიც, თუ როგორია ამერიკელი დიპლომატების დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. ხაზს ვუსვამ, ფაქტის იგნორირება არც ჩვენს მთავრობას გამოუვა და არც არავის“, - განმარტავს ვაჟა ბერიძე.

როგორც ბერიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშილი ისევ არის ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მის სახელთან ასოცირებული პარტია საკმაოდ რეიტინგულია ჩვენს ქვეყანაში და სააკაშვილის პრობლემა, ასე თუ ისე, უნდა გადაწყდეს:

„დროა, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კია, რომ ჩვენმა ოფიციალურმა პირებმა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. ისევ გავიმეორებ, მიხეილ სააკაშილი ისევ არის ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მის სახელთან ასოცირებული პარტია საკმაოდ რეიტინგულია ჩვენს ქვეყანაში და სააკაშვილის პრობლემა, ასე თუ ისე, უნდა გადაწყდეს. და საერთოდ, დროა დამთავრდეს ქართველი პოლიტიკოსების ქვეყნიდან ექსორიის პრაქტიკა (სააკაშვილი უკრაინაში, ასლან აბაშიძე მოსკოვში და ა.შ. და ა.შ.). ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავიანთი ქმედებებისათვის პასუხისგება და მათ ქმედებებზე დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. თუ ასე არ ხდება, მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა. სხვა შემთხვევაში, სხვაგან აღიარებული და მაღალ თანამდებობებზე დანიშნული პირები ყოველთვის შეუქმნიან საფრთხეს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, ეხება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას, რაც მე საბოლოოდ გადაწყვეტილი სულაც არ მგონია. და ამის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პირების დუმილი დაუშვებლად მიმაჩნია”, – წერს ბერიძე.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.