კარანტინიდან ისმის – „ვაიმე!“
ვიშ! გაიტანჯნენ გოგო-ბიჭები.
უგულებელვყოფ გაიდლაინებს
და შენ კლასტერში შემოვიჭრები.
ბაკურიანს გაწვევ ლამაზ ავადმყოფს,
ჯერ ტაქსით ვივლით, მერე რკინიგზით,
თუმცა ამჯერად კოცნას არა გთხოვ,
დავკმაყოფილდეთ თერმოსკრინინგით.
გადმოგატარებ ველებს ნაპურალს,
ოზონ-ნაყლაპს და ეგზომ ჟინაშლილს
და გიმკურნალებ მამაპაპურად
ჩემს ბოქსირებულ კოხტა ბინაში.
და როცა დაჰკრავს ზარი სამების,
შენს განკურნებას მივესალმები.