განცხადებაში წერია, რომ ძირითადად ცხოველებზე მოძალადე ადამიანებს არ სჯიან.
„როდემდე უნდა აფარებდეს პოლიცია ხელს ძაღლის მკვლელებს? როდემდე უნდა დაეთრეოდნენ დაუსჯელი საზოგადოების ეს აყროლებული ფურუნკულები?
ბოლო 4 თვის განმავლობაში 100 – ზე მეტი შემთხვევა მოხდა ძაღლის წამების და მკვლელობის. არც ერთი კრიმინალი არ დასჯილა.
დღეს, პოლიციის უმოქმედობით გათამამებულმა მანიაკებმა, კიდევ ერთი უდანაშაულო ძაღლი მოკლეს
თბილისში, აეროპორტის დასახლებაში. როდემდე ბატონო პოლიციელებო?“ – წერია თავშესაფრის განცხადებაში.