„სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს - უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე Atlantic Council-ის სტატიაში

„სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს უკრაინის ქართველ პარტნიორებს შორის და ეს ორმხრივ ურთიერთობებს სერიოზულ გარღვევას უქადის“ - უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ივანა კლიმპუშ-ცინცაძის ამ მოსაზრებას Atlantic Council აქვეყნებს სტატიაში სათაურით „ნუთუ უკრაინისთვის სწორი არჩევანია სააკაშვილი?“

მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიულ მოქმედებებსა და სკანდალებს, რაც თან სდევდა ხოლმე უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე მის წინამორბედ გამოჩენებს.


ივანა კლიმპუშ-ცინცაძე მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული დანიშვნით პრეზიდენტი ზელენსკი ცდილობს გამოაცოცხლოს მისი ადმინისტრაციის პოლიტიკური საპნის ოპერა.


„მას ალბათ სჭირდება ეს, რათა ყურადღება ხალხს გადაატანინოს მისი არაეფექტურობისა და პროფესიონალიზმის უკმარისობისგან. თუ სააკაშვილი დაინიშნება, შეიძლება ველოდოთ ჰიპერაქტიულ მოქმედებებსა და სკანდალებს, რაც თან სდევდა ხოლმე უკრაინის პოლიტიკურ ავანსცენაზე მის წინამორბედ გამოჩენებს. სააკაშვილმა ვერ შესძლო რაიმე პრაქტიკული შედეგის მიღწევა ოდესის რეგიონის გუბერნატორობისას. ხსენებულის ნაცვლად, მან ქაოსი და უკრაინის კანონმდებლობის მრავლობითი დარღვევები შემოიტანა. მის კანდიდატურას დამატებითი წუხილი უკავშირდება საერთაშორისო დონეზეც. რამდენიმე სასამართლო განჩინება შევიდა ძალაში სააკაშვილის წინააღმდეგ 2018 წელს საქართველოში. მისი შესაძლო დანიშვნა გასათვალისწინებელ უკმაყოფილებას იწვევს უკრაინის ქართველ პარტნიორებს შორის და ეს ორმხრივ ურთიერთობებს სერიოზულ გარღვევას უქადის” - აცხადებს უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.


სტატიაში ასევე სხვა მოსაზრებებსაც ვკითხულობთ.


გლობალურ საქმეთა ანალიტიკოს მიქაელ ბიწიურკოვს აინტერესებს, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ ზელენსკის კადრის გარედან მოყვანა.


„ქრისტიანული სამყაროს მიერ იესოს მკდვრეთით აღდგომის დღესასწაულიდან მალევე უკრაინამ საკუთარი პოლიტიკური აღდგომის სასწაული იხილა ქვეყნის ტურბულენტულ პოლიტიკურ სცენაზე მიხეილ სააკაშვილის დაუბრუნების სახით. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ალბათ კატებზე მეტი ინკარნაცია უწერია. სააკაშვილის დანიშნვა არ იქნება სრულად უპრეცედენტო. ადრე ვხუმრობდი კიდეც, რომ უკრაინის მთავრობაში იმდენი ქართველი მუშაობს, რამდენი ქართული რესტორანიცაა კიევში. ალბათ ისინი უკეთ უღებენ ალღოს უკრაინული პოლიტიკის გაუგებრობებს და ბიუროკრატიას, ვიდრე ზოგიერთი ადგილობრივი. მზად ვარ, სააკაშვილს ეჭვებში დავუთმო, განსაკუთრებით ქუჩის-ამყოლი ნამდვილი რეფორმატორობის გამო. თუმცა, არ გაგიკვირდეთ თუ მისი ცნობილი ეგო და თეატრალური წარმოდგენებისადმი მიდრეკილება ზელენსკის - და უფრო მნიშვნელოვნად - უკრაინელ ხალხს გააღიზიანებს. ნუთუ სახლის სახურავზე მომწყვდეული კატასავით დასჭირდება ყოფილ ქართველ პრეზიდენტს დახსნა იმ პოლიტიკური სიმაღლეებიდან, რომლებზე აცოცება არც უნდა გაიფიქროს?“ - ამბობს ანალიტიკოსი.


ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ვოლოდიმირ დუბოვიკის თქმით, სააკაშვილისთვის ვიცე-პრემიერის თანამდებობის შეთავაზების გადაწყვეტილება უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების სასოწარკვეთაზე უფრო მეტყველებს.


„ის მყისიერად ვერ და არ დაიწყებს რეფორმებს. ის არ იქნება გუნდური მოთამაშე და ამის ნაცვლად მთავრობის სხვა წევრებთან კონფლიქტში შევა. ამით არის მისი შესაძლო დანიშვნა ზელენსკის მთავრობის დაზიანებული რეფორმული განზრახვების დროებითი გადაფარვის მცდელობა” - მიიჩნევს დუბოვიკი.


5 მარტს სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 85 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

“იბერიას” საქმეზე ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იბერია ტვ-ს” სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

დისტანციური სესიები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით

GITA-მ და BTU-მ ახალი პროექტი წარადგინეს.

ყოველდღიური ანალიტიკა — სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს — ბიზნეს ანალიტიკას ამატებს.

წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ფიროსმანის ნახატი მესაკუთრეს დაუბრუნდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

მკვლელობა თავში ნაჯახის ჩარტყმით და ძარცვა – ბრალდებულს 10 წელი მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის, ძარცვისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ნ.მ. დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

თიბისის მხარდაჭერით, ბათუმში Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ისარგებლონ დისტანციური მომსახურებითა და უნაღდო გადახდებით

თიბისი გირჩევთ უნაღდო გადახდების საშუალებებს, რომ თავიდან აიცილოთ ნაღდ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკები:

„ჯორჯიან მანგანეზი“ სალიცენზიო არეალში მიწების მითვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ბოლო რამდენიმე თვეა, სისტემატური ხასიათი მიიღო პრაქტიკამ, როდესაც, „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებისთანავე ხდება მიმდებარე მიწის ნაკვეთების კერძო პირებზე დარეგისტრირება და შემდეგ მათი მესაკუთრეების მხრიდან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა.

 

„სოკარის“ შანსი, დაესწარით ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა.

ირაკლი შოთაძე ლონდა თოლორაიას შეხვდა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა გაიმართა.

"არემჯის" საერთაშორისო ჯილდო Leader Of The Year გადაეცა

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის, რიგით მე-8 დაჯილდოებაზე „არემჯის“-Leader Of The Year საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

თებერვლის ბოლოს მსოფლიომ იშვიათი დაავადებების დღე აღნიშნა, რომელსაც საქართველო წელსაც შეუერთდა.

სასამართლომ, ჭიათურაში სახელმწიფო ქონების მითვისებისთვის დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი (GeRaD) 2020 წლის პრიორიტეტად სპინალურ კუნთოვან ატროფია (სკა) ასახელებს.

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს მიმდინარე კვირაში 21 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა.

დავით ნარმანია საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაზე პრეზენტაციით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ქ. ვენაში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ეთერ შავლიძესთან შეძენილმა ბილეთმა ერთს 1 182 454, მეორეს კი 14 280 ლარი მოაგებინა

გაიცანით, საქართველოში ლატარიის ყველაზე იღბლიანი მეჯიხურე, რომელთან ნაყიდი ბილეთებითაც 2 კვირის მანძილზე ლოტო 6/42-ში ჯეკპოტი 1 182 454 ლარი და 14 280 ლარი მოიგეს.

„ევროპაბეთის“ შემდეგ აზარტული თამაშების ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს ამბობს

აზარტული თამაშების კომპანიებმა საქართველოში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს - პირველი მარტიდან თამაშების ყველა კომპანია გარე-რეკლამაზე უარს ამბობს. ბანერების ჩამოხსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

თიბისი ბანკმა წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებს უმასპინძლა.